30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ასე წარმოთქვა, მოაბრუნა რაშნი ფეხმარდნი,

ფაფარაყრილნი როს გამოხსნეს ცხენნი ჰორებმა,

ღვედით მიაბეს ამბროსიით სავსე თავლაში,

435 ხოლო ეტლი კი მიაყუდეს კრიალა კედელს.

ქალღმერთნი ოქროს სავარძლებზე სხვა ღმერთთა გვერდით

დასხდნენ მდუმარედ, სასტიკ დარდით გულდასერილნი.

ზევსმა ცხენები, ლამაზთვლიან ეტლში შებმულნი

იდით ოლიმპოს მოაჭენა, ღმერთთა კრებულთან.

440 რაშნი გამოხსნა დედამიწის შემარხეველმა

პოსეიდონმა, ეტლს ზედ ტილო გადააფარა.

დაბრძანდა ოქროს ტახტზე ზევსი შორითმგრგვინავი

და მის ფერხთა ქვეშ აცახცახდა ოლიმპოს თხემი.

გაოგნებულნი მოშორებით ისხდნენ ათენა

445 და ჰერა. კითხვას ვერ ბედავდნენ, ვერც ენის დაძვრას.

თვითონ კრონიდმა შეაგება სიტყვა ქალღმერთებს:

”რამ დაგაღონათ, დედოფალო ჰერავ, ათენავ

განა მოყმეთა საამაყო ბრძოლას ვერ შერჩით,

ტროელთა - თქვენთა საძულველთა იავარმყოფელს

450 დიახაც, მკლავი უძლეველი და ძალა მომდგამს,

რაც კი ღმერთია ოლიმპოზე, გზას ვერ მომიჭრის!

თქვენ კი შეგიპყროთ თრთოლვამ გული, ნაზი სახსრები,

ჯერ კიდევ სანამ ბრძოლის ქარცეცხლს მიადგებოდით.

მე თქვენ გიბრძანეთ, და რაც ვბრძანე, ვიქმოდი კიდეც.

455 თქვენსავე ეტლში დამეხილნი ვეღარასოდეს

ვერ მოხვიდოდით ოლიმპოზე, ღმერთთა სამეფოს!”

ასე ბრძანა და ოხვრა დასცდათ ათენას, ჰერას -

გვერდი-გვერდ ისხდნენ, ტროელთათვის ავს იზრახავდნენ.

ხმა არ გაიღო გულმრისხანე ათენამ, მამას

460 ვეღარ შეჰკადრა სიტყვა, თუმცა კი ბოღმა აღრჩობდა.

ჰერამ კი გულში მრისხანება ვერ დაიტია:

”პირქუშო ზევსო! ეს რა სიტყვებს ბრძანებ, სასტიკო

განა არ ვიცით, ხარ უძლეველ ძალისმხმეველი.

მაგრამ გვეწყალვის დანაელნი, გულადი ტომი,

465 რომ აღსრულდება ხვედრი მათი, ელით დაღუპვა!

თავს შევიკავებთ ბრძოლისაგან, როგორც გვიბრძანე,

მხოლოდღა რჩევას მივცემთ, რათა არგიველთ სპანი

თავით ბოლომდე არ გადაჰყვნენ შენს სასტიკ რისხვას”.

მას მიუბრუნდა და მიუგო ღრუბელთმარეკმა:

470 ”სისხამ დილაზე შეგიძლია ნახო, თუ გნებავს,

ხარისთვალება დედოფალო ჰერავ, კრონიდი

ყოვლადძლიერი ვით დაამხობს არგიველთ ლაშქარს:

147

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!