30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

335 გაგანია დღეს, ბუღით როა გზა დაფარული,

გაშმაგებულნი მტვრის სქელ ღრუბელს აიტაცებენ.

ასე გააფთრდა მაშინ ბრძოლა, აენთოთ გული

შესარკინებლად და ორლესულ რვალთა კვეთებად.

გარს სარბიელი გადაშავდა შუბისტარებით,

340 ისე გრძელით და ისე ხშირით, ვით ტყე უღრანი.

თვალს ჭრიდა ჩაჩქნის ელვარება (ცეცხლი ეკიდა),

შუქი ბექთართა, სხივოსანთა ფართა, ბაკმულთა.

მართლაც გულადი უნდა იყოს ამის მნახველი,

რომ სიმხნე შერჩეს და ყელს სული არ მიებჯინოს!

345 მრავლის შემძლე და უძლეველმა კრონიონებმა

ორ აბჯარასხმულ ტომს ასეთი ურვა არგუნეს.

ზევსი ტროელებს და გმირ ჰექტორს მოსავდა ძლევით,

განადიდებდა ამით იგი ფეხმარდ აქილევსს,

მაგრამ აქაველთ აღსასრული ტროის კედლებთან

350 არ სურდა, მხოლოდ თეტისსა და მის ძეს ალხენდა.

პოსეიდონი არგიველებს გაჰყვა ბრძოლაში,

ჭაღარა ზღვიდან ამოსული, სწყალობდა მოყმეთ,

ტროელთა ძალით დათრგუნვილებს, დრტვინავდა ზევსზე

ორივ ღვთაება ერთი სისხლის და მოდგმისაა,

355 მხოლოდ ზევსს, ადრე დაბადებულს, უნახავს მეტი.

უფროსის შიშით ხალხს აშკარად ვერ ქომაგობდა,

მოკვდავის სახით მოევლინა ღმერთი მებრძოლებს.

ღმერთებმა შუღლის, დამღუპველი ბრძოლის ბაგირი

ორივე ლაშქრის წინ გაჭიმეს და გადანასკვეს

360 გაუწყვეტელი, ზედ მრავალს რომ მიემსხვრა ფეხი.

სპათა აღმგზნები მეომარი, უკვე ჭაღარა

იდომენევსი ტროელთ შეხვდა და ჰყო სილტოლვად.

კაბესიელი ოთრიონევს დასცა, ახლახან

ტროას მოსული, მოიმედე სახელ-დიდების.

365 პრიამოსს სთხოვა მან ასული, ტურფა კასანდრე,

ძღვენი არ მისცა, მაგრამ დიდი საქმე იქადა:

გავაძევებო ქალაქიდან ძეებს.

ასულს დაპირდა პრიამოსი, მისცემდა კიდეც

და ამიტომაც თავდადებით იბრძოდა გმირი.

370 იდომენევსმა მას ელვარე სტყორცნა ოროლი,

დაჭრა ამაყად გამოჭრილი, სპილენძის თორნმა

ვერ იხსნა მოყმე, ჩაეჭედა მუცელში შუბი.

ზათქით დაეცა და ამაყად უთხრა მძლეველმა:

”ოთრიონევსო! მე უდიდეს კაცად ჩაგთვლიდი,

375 თუ აღასრულებ, რაც აღუთქვი მოხუც პრიამოსს,

იგი ხომ ცოლად ულამაზეს ასულს დაგპირდა.

ჩვენც დაგპირდებით, შევასრულებთ კიდევაც აღთქმას:

მიიღებ ასულს ატრიდისას, საუკეთესოს,

მას საქორწილოდ არგოსისან მოვიხმობთ, ოღონდ

220

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!