30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

ღმერთმა ღმუილით შეღაღადა ბოლოს სიმონეტს:

”მიშველე, ძმაო, შენთან ერთად ამ კაცის ძალა

უნდა დავთრგუნო, თორემ მალე პრიამეს ციხეს

310 დაამხობს იგი. ტროელთ ბრძოლის ძალა არ შესწევთ!

მოდი, მომხედე, კალაპოტი აივსე ჩქერით

მთის ნაკადულთა, ნაპირისკენ ტალღები დასძარ!

ააბობოქრე მოგუგუნე ზვირთთა მორევი,

ქვა და მორები! დაღლილ მოყმის მორევას შევძლებთ!

315 ახლა იმარჯვებს და ბრძოლაში მძლეობს, ვით ღმერთი!

მაგრამ ვერ იხსნის ვერც მშვენება, ვერც ძლიერება,

ვერც იარაღი დიდებული, ლამში და ლაფში

ჩაიძირება, შავი შლამი დაფარავს გმირსაც.

ქვიშით ჩაგოზილს ირგვლივ ლოდებს შემოვუყორავ,

320 მოყმის ძვლებსაც კი ვერ ნახავენ აქაველები,

ისე იქნება დამარხული ლამგორის ძირას!

ჰპოვებს აქ საფლავს, აქაველებს არ დასჭირდებათ

ბორცვის აღმართვა და პატივის მიგება მისთვის!”

თქვა და დაესხა თავს აქილევსს გაშმაგებული,

325 ღმუოდა, ქაფს, სისხლს და მოკლულთ გვამებს ანთხევდა.

გაწითლებული იღვრებოდა ტალღა და ტალღა

და ირგვლივ კედლად შემორტყმოდა გმირ პელეიონს.

შეჰკივლა ჰერამ, შეეშინდა, ვაი თუ გმირი

გააქანოსო მდინარებამ უფსკრულისაკენ.

330 მყისვე ჰეფესტოს, საყვარელ ძეს, ასე მიმართა:

”ბრძოლად აღიძარ, მკელობელო, ო, შვილო ჩემო!

შენ ღირსეულად შეგიძლია ქსანთოსს შეება.

გადაეღობე, გააჩაღე შთანმთქმელი ცეცხლი!

მე კი მივდივარ, ზეფიროსი, ცივი ნოტოსი

335 რომ ზღვისპირიდან წამოვშალო სასტიკ ქარიშხლად.

ქარი თავს და თორნს გაურუჯავს საძულველ ტროელთ,

ცეცხლს რომ აღაგზნებს. შენ ქსანთოსის სანაპიროსთან

დაწვი ხეები, მცხუნვარება მოსდე მდინარეს.

ტკბილი სიტყვებით ნუ მოლბება, ნურცა მუქარით,

340 არ დაცხრეს შენი მგზნებარება, სანამ ძახილით

მოგცემდე ნიშანს. მხოლოდ მაშინ დაშრიტე ცეცხლი”.

ასე თქვა. ცეცხლი გააღვივა მყისვე ჰეფესტომ.

მინდორში გვამებს ჯერ მოედო და ხარბად ნთქავდა

პელიდის მოკლულ ტროელების დახორგილ სხეულთ.

345 ველი გამოშრა და შიშინით შეჩერდა წყალი.

შემოდგომაზე ბორეასი წვიმით დანესტილ

წალკოტს რომ აშრობს და გლეხკაცის გულს რომ ახარებს,

ისე გამოხმა ველი, გვამთა დაიწვა გორა.

ღმერთმა მდინარეს მოჩახჩახე ალი შეუნთო:

345

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!