30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

თუმც უქმად გემთან ვიდექ შენთა მუხლთა მსხვრეველი!

335 აწ დაგკორნიან სვავნი, ხოლო ძაღლნი დაგფლეთენ,

გმირ პატროკლეს კი დაკრძალავენ აქაველები!. . .”

მას სულამოთქმით ძლივსღა უთხრა გმირმა ჰექტორმა:

”შენს სულს გაფიცებ ძირს განრთხმული, შენთან მშომბელთა!

აქაველთ ძაღლებს ნუ მიუგდებ ჩემს გვამს საჯიჯგნად!

340 სპილენძი, ოქრო, რამდენიც გსურს, გამოითხოვე

გამოსასყიდად, მოგართმევენ მამა და დედა,

ოღონდ ციხეში დამაბრუნე, რომ კოცონს მიმცენ

და პატივი მცენ ტროელთა და ტროელთ დიაცთაც”.

პირქუშად უთხრა აქილევსმა სულთმობრძავ ჰექტორს:

345 ”ამაოდ, ძაღლო, მუხლთ მეხვევი, შმობელთ მაფიცებ!

რისხვას რომ ავყვე, თვით დაგგლეჯდი ნაწილ-ნაწილად,

ჯერ კიდევ თბილ ხორცს ვიგემებდი, ისე მომეპყარ!

არა, შენს სხეულს კაცისშვილი ვერ მოაცილებს

დამშეულ ძაღლებს, თუნდაც ათჯერ ან თუნდაც ოცჯერ

350 ძვირფასად მიზღან და იმდენიც დამპირდნენ კიდევ!

პრიამოს მეფემ შენი წონა ოქროც რომ მომცეს,

მაინც ჰეკაბე დედოფალი ძის დაბადებას

ვერ დაიტირებს სასიკვდილო სარეცლის გვერდით.

შენს გვამს სვავები დაკორტნიან, ძაღლნი დაფლეთენ!”

355 უთხრა ჰექტორმა სულთმობრძავმა ფეხმარდ აქილევსს;

”მე ხომ გიცნობდი, გული გრძნობდა, ვერ მოგალბობდი

ხვეწნა-ვედრებით: შენ ხომ რკინის გული გაქვს მკერდში!

ძრწოდე, მძლეველო, რომ ღვთის რისხვად არ მოგევლინო,

როცა პარისი და აპოლონ შორსმოისარი,

360 რაც უნდა ძალას იკვეხნიდე, ბჭესთან დაგცემენ!”

ასე მოუბარს დაეუფლა შავი სიკვდილი:

სული, ბაგიდან აფრენილი, ჰადესს ჩაეშვა,

დატოვა ძალაც, სიჭაბუკეც ბედზე მტირალმა.

ხოლო გმირს, უკვე მოკლულს, ასე უთხრა პელიდმა:

365 ”ჩაძაღლდი! მე კი გულის თრთოლვით შევხვდები სიკვდილს!

როცა მომივლენს ყველა ღმერთი და მამა ზევსი!’

ასე თქვა.

მოკლულს ამოგლიჯა სპილენძის შუბი,

გვერდზე მიაგდო და საჭურვლის ახდას შეუდგა,

სისხლით მორწყულის. მოირბინეს აქაველებმა,

370 გაოცებულნი იყვნენ გმირის ზომით, მშვენებით.

ახლოს მოსულნი აქაველნი შუბს აძგერებდნენ,

ერთი მეორეს შეხედავდა, ამბობდა ზოგი:

360

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!