30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

მყისვე მიუგო ევრიპილოს ევემონიდმა:

”არა, პატროკლევ, არსაიდან ხსნა აღარა აქვს

აქაველთ ლაშქარს, შავ გემებთან ელით დაღუპვა!

ვინცა ვინ გვყავდა მთელს ლაშქარში უმამაცესი,

825 ბანაკში გვიწევს დაკოდილი, ან ბრძოლის ველზე

რვალით დაშლილი. ტროელთ ძალა მიწყივ მატულბოს. . .

მიშველე, ძმაო, მიმაცილე შავფერდა გემთან,

სეფქა ამგლიჯე და თბილი წყლით მომბანე წყლულზე

სისხლი,

მალამო სამკურნალო ზედ დამაფინე.

830 ამბობენ, იცი შენ ეს საქმე აქილევსისგან,

მას კი ქირონი ასწავლიდა, კენტავრი სათნო.

პოდალეიროს გვყავს აქაველთ და მახაონი,

მაგრამ ეს, ვგონებ, მოწყლულია, ახლა კარავში

თვით წევს უმწეო და გამოცდილ დასტაქარს ელის,

835 ის კი ველზე დგას, ეგებება არესის რისხვას”.

მენეტიოსის ძემ მიუგო კეთილშობილმა:

რით დამთავრდება ჩვენი საქმე, რაღა ვიღონოთ

ვიჩქარი, რათა ყოველივე ვუამბო პელიდს,

რაც მე მიბრძანა აქაველთა მცველმა ნესტორმა.

840 მაგრამ ნაწამებს, ევრიპილოს, ვერც შენ დატოვებ!”

ხელი მკერდის ქვეშ შეაშველა, მიჰყვა კარვამდე.

მსახურმა კარვის კალთა - მოზვრის ტყავი გასწია.

დანით ამოსჭრა წამოწოლილს მწარე, ფრთიანი

ისრის წვერი და მოუბანა წყლულზე თბილი წყლით

845 სისხლი,

შემდეგ კი გახეხილი ბალახის ფესვი

ზედ მოაყარა, დაუამა უმალ ტკივილი,

სისხლი შეჩერდა, წყლული გაშრა და განიკურნა.

ქება მეთორმეტე

გალავანთან შერკინება

მენეტიოსის მამაცი ძე მაღალ კარვის ქვეშ

ევრიპილოსის წყლულს უვლიდა, როს ქუხდა ბრძოლა

არგიველთ და ტროელთ შორის.

ამიერიდან

ვერ დაიცავდა დანაელებს მტკიცე სიმაგრე,

5 გემების გასწვრივ აღმართული, ვეღარც სანგარი,

მის წინ გაჭრილი: ჰეკატომბე არ უძღვნეს ღმერთებს,

არცა ილოცეს, რომ გემნი და ხალხის დოვლათი

200

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!