30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

მეფეთ წყალი ასხურეს ხელზე,

აგამენონმა ორლესული მძლავრი მარჯვენით

იშიშვლა მაშინ ქარქაშიდან, ხუჭუჭა მატყლი

წააჭრა ბატკნებს საზვარაკოს,

ორმა შიკრიკმა

რჩეულ ტროელთ და აქაველებს გაუნაწილა.

275 მეფე ატრიდმა ლოცვით ხელნი აღაპყრო მაღლა:

”იდას თხემიდან მბრძანებელო მამაო ზევსო!

ყოვლის მხედველო, ყოვლის მსმენო მზეო-ჰელიოს!

წყალნო და მიწავ, ღმერთნო, სულთა სასუფეველში

დამსჯელნო კაცთა, ვინც ცრუ ფიცის დადება სცადა!

280 მოწმედ გვეყავით, შეგვინახეთ ფიცი გულწრფელი:

თუ ალექსანდროს დაამარცხებს გმირ მენელაოსს,

შეინარჩუნებს ელენეს და ყველა საგანძურს,

ჩვენ კი გავცურავთ ზღვადმავალი გემებით მაშინ.

თუ ალექსანდროსს სძლევს ატრიდი ქერათმიანი,

285 ტროელთ ელენე დაგვიბრუნონ და საგანძური,

ხარკი მიუზღან არგიველებს შესაფერისი,

რომ ეს ამბავი გადაეცეს შთამომავლობას.

თუ უარს ყოფენე პრიამოსი და ძენი მისნი,

პარისის ცოდვა ხარკით მაინც გამოისყიდონ,

290 კვლავ ავმხედრდებით, სანამ ვპოვებთ კუთვნილ საზღაურს,

კვლავ აქ დავრჩებით, სანამ ბრძოლის დასასრულს ვნახავთ”.

თქვა და ცხვრებს ყელი გამოღადრა სასტიკ სპილენძით,

ორივე დასცა სულთმობრძავი ათრთოლებული,

ბასრმა მახვილმა გააცალა სიცოცხლის ძალა

295 მოხაპეს მბზინავ კრატერიდან თასებით ღვინო,

ზვარაკს ასხურეს, უკვდავ ღმერთებს ლოცვით მიმართეს,

ასე ღაღადყო ტროელთ და აქაველთ ჯარმა

”ზევსო დიადო, და ღმერთებო, მარად უკვდავნო!

ვინც კი პირველი შეეცდება ფიცის დარღვევას,

300 ტვინი დასთხიოს, ვით თასიდან იღვრება ღვინო

და ვერაგის ცოლს ეხვეოდეს უცხოტომელი!”

ასე ევედრნენ, მაგრამ ზევსმა არ შეიწირა. . .

ლაშქარს მიმართა პრიამოსმა, ტროელთა მეფემ:

”გესმათ, ტროელნო, აქაველნო აბჯარასხმულნო!

305 გშორდებით, ტროას ვუბრუნდები მაღარლბორცვიანს.

ძალა არ მყოფნის, რომ ჩემივე თვალით ვიხილო

საყვარელ შვილის შერკინება მენელაოსთან.

ზევსმა უწყის და სხვა უკვდავმა ღმერთებმა მხოლოდ

მებრძოლთა შორის სასიკვდილო ბოლო ვის ელის”.

310 ასე თქვა, ეტლში ჩასვა ვერძი ქველმა მოხუცმა,

კოფოზე დადგა და მოზიდა სადავეები,

გვერდს უმშვედნებდა ანტენორი.

73

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!