30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ხოლო მეათ ბნელი ღამე როცა დამიდგა,

475 სამთიობოში ოსტატურად ჩაბმული კარი

გამოვამტვრიე, გადავევლე მაღალ გალავანს,

ვერც ქალმა მნახა შინაურმა, ვერც ვინ გუშგმა.

გადავიქროლე ვრცელი ვაკე ელადის მხარის,

ფთიას ვეწვია, მთაგორიან მშობელს მერანთა,

480 პირდაპირ - პელევსს. მან კეთილად მიმიღო მაშინ

და შემიყვარა, მოხუც მამას ვით უყვარს პირმშო,

გვიან შობილი და დიდძალი განძის მემკვიდრე.

მიბოძა ბევრი სიმდიდრე და ხალხი მრავალი.

დოლოპთ ვმეფობდი და ვცხოვრობდი ფთიის მხარეში.

485 შენ იქ აღგზარდე, აქილევსო, უკვდავთ სადარო!

გულით მიყვარდი და შენც სხვას არ ეკარებოდი

სტუმართა შორის, ის კი არა, არ ჭამდი სახლშიც,

სანამ მუხლზე არ დაგისვამდი, მოვჭრიდი ნაჭერს,

ბაგესთან ფრთხილად მოგადებდი ღვინის ფიალას.

490 რამდენჯერ მკერდთან დამისველე კიდეც ქიტონი,

მოუქნელ ყმაწვილს მაჭარი რომ დაგექცეოდა.

ბევრი ზრუნვა და ბევრი შრომა შემხვდა შენს გამო.

ვფიქრობდი, რაკი არ მარგუნეს შვილი ღმერთებმა,

ძედ შენ მყოლოდი, ო, აქილევს, ღმერთთა სადარო!

495 ვფიქრობდი, შენვე უღირს ბედსაც ამაცილებდი!

დაიცხრე გული, შვილო ჩემო, არ მართებს მამაცს,

თვით უთნო იყოს, თუკი ღმერთიც კი ხდება სათნო -

ჩვენზე დიდებით, ძლიერებით უზესთაესი!

ღმერთსაც მორჩილი აღთქმით, ზორვით, გუნდრუკის კმევით,

500 წმინდა ზედაშით გულს მოულბობს ხოლმე მლოცველი,

თუმც მის წინაშე ცოდვილია და დამნაშავე.

ლიტები - ზევსის ასულები, დაღარულები,

ელამ თვალებს რომ აცა-ბაცად ახამხამებენ,

მიწყივ მზრუნველნი გულისწყრომას - ატეს -

კვალდაკვალ

505 მისდევენ, მაგრამ ფეხმარდია, ჩამოუქროლებს,

ყველასთან ასწრებს ამა ქვეყანად და სწყლავს კაცთა ტომს,

ხოლო ლიტები - ლოცვის ღმერთნი ჰკურნავენ მოწყლულს.

ვინც ზევსის ასულთ ღირსეულად მიეგებება,

შველასაც ჰპოვებს და მის ლოცვას ისმენენ ღმერთნი.

510 თუ გულღრძო ვინმე არ მიღებს, კრონიონ ზევსთან

მყის მიირბენენ, შესჩივლებენ, გულისწყრომა კი

თან მისდევს ცოდვილს და ღირსეულს სასჯელს მიაგებს.

უზღე, აქილევს, რაც ეკუთვნის კრონიდის ასულთ,

რასაც ისურვებს სული ყველა კეთილი კაცის!

515 რომ არ ეძლია ახლანდელი და მერმინდელი

ესოდენ ბევრი ძღვენი ატრიდს, ბოღმას დამღუპველს

აღარ დახსნოდა, არც მე გთხოვდი რისხვის დაცხრომას,

161

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!