30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ასე თქვა.

ადგა აიანტი ტელამონიდი,

შემდეგ - ტიდიდი დიომედე კეთილშობილი.

მყის აღიჭურვნენ და კრებულის თავ-ბოლო მხრიდან

შესარკინებლად გმოვიდა ორივ შუაში.

815 მრისხანედ ერთურთს შესცქეროდნენ და აქაველნი

შიშმა შეიპყრო.

მსწრაფლ შეიბნენ.

სამჯერ მიაწყდნენ

ხელდახელ.

სამჯერ იარაღით შეასკდნენ გმირნი.

ჯერ ბაკმუოლ ფარში აიანტმა დაჰკრა ოროლი,

მაგრამ სხეულს კი ვერ შეეხო, იხსნა აბჯარმა.

820 ხოლო ტიდიდი შვიდტყავიან ფარის წრის ზემოთ

აიანტის ყელს უქადოდა წამახულ შუბით.

შიშით შეჰყვირეს მოცახცახე აქაველებმა,

ბრძოლა შევწყვიტოთ, თანაბარი გავცეთო ჯილდო.

პელიდმა მისცა ტიდიდს ვერცხლის სამსჭვალიანი

825 ხმალი, ქარქაში, ლამაზ ღვედით დამშვენებული.

პელიდმა მოყმეთ შეთავაზა ბადრო რკინისა,

მას წინათ მძლავრი ეტიონი ტყორცნიდა ხოლმე.

როცა ის მოკლა აქილევსმა, ფეხმარდმა გმირმა,

სხვა საუნჯესთან ერთად ბადრო წამოუღია.

830 დასის წინ დადგა და მიმართა ასე არგიველთ;

”მოდით, ვისაც სურს, გამოსცადოს ეს ვაჟკაცობაც!

რაზომ რა ვრცელი ხოდაბუნის პატრონიც იყოთ,

კიდევ გეყოფათ ხუთ წელიწადს ილეკროს ბადრო,

ქალაქში რკინის საშოვნელად არ გააგზავნით

835 მხვნელ-მთსველს, სარქალს, არც მარაგი გამოგელევათ”.

ამის თქმა იყო და წამოდგნენ: პოლიპოიტე

და ლეონტევსი ძალმორჭმული ღვთაების მსგავსი,

ტელამონიდი აიანტი, ეპეიოსი.

დადგნენ რიგ-რიგად. ჯერ აიღო ეპეიოსმა.

840 დიდხანს იქნევდა და გასტყროცნა. გადაიხარა

აქაველთ დასმა.

შემდეგ სტყორცნა მძლე ლეონტევსმა.

მესამედ გმირმა აიანტმა აიღო რკინა,

სტყორცნა და ყველა დანიშნულ ხაზს გადააცილა.

მაგრამ აიღო ბოლოს ბადრო პოლიპოიტემ,

845 ისე შორს ტყორცნა, როგორც მეხრემ, თვის მრუდე არგანს

ბზრიალ-ბზრიალით რომ გაუშვებს ნახირის თავზე.

წრეს გააცილა და შეჰყვირეს აქაველებმა.

384

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!