30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

დიდიხანია ზევსს სძულს მოდგმა პრიამოსისა.

აწ ენეასი ტროელების მეფე იქნება,

ისევე, როგორც ძენი მისნი და ძეთა ძენი”.

მიუგო ჰერამ დედოფალმა ხარისთვალებამ:

310 ”მიწისმრყეველო. შენ განსაჯე გონებით შენით -

უნდა იხსნა, თუ ენეასი უნდა დაუთმო

პელიდს, რაც გინდა იყოს იგი სახელოვანი.

ჩვენ, ქალღმერთები, მუდამ მეც და პალას-ათენა

ფიცს ვდებთ ხოლმე გაუტეხელს უკვდავთ წინაშე,

315 რომ ტროელები აღარ ვიხსნათ განსაცდელისგან

იმ დროსაც, როცა ტროა, შმაგი ალით მთლიანად

აგიზგიზდება აქაველთა ხელით გზნებული”.

ჰერას ნათქვამზე პოსეიდონ მიწისმრყეველი

ბრძოლად ჩაება იქ, სად იდგა რვაის ჭახანი,

320 სად აქილევსი და ენეას ებრძოდნენ ერთურთს.

ვით ღმერთმა, სწრაფად პელევსის ძის თვალწინ მოჰფინა

მრუმე წყვდიადი და იფანი პელიონური

თვით ამოგლიჯა სულმაღალი ენეასის ფარს,

ჩუმად დაუდო პელიდს ფეხთან, თვით ენეასი

325 მძლავრი ხელებით აიტაცა, შორს მოისროლა.

სპათა მრავალი მწკრივი, ცხენთა მრავალი რიგი

გადაიფრინა ენეასმა, ღმრთის გატყორცნილმა.

როს მიაღწია ბრძოლით მდუღარ ველის დასასრულს,

სადაც კავკონთა სპა თადარიგს იჭერდა ბრძოლის,

330 მიწისმრყეველი პოსეიდონ გამოეცხადა

და ანქისეს ძეს ასე უთხრა ფრთიანი სიტყვით:

”რომელმა ღმერთმა დაგაბრმავა და წაგაქეზა,

რომ პელევსის ძეს გაშმაგებულს შერკინებოდი

შენზე მძლავრია, შენზე მეტად უყვართ უკვდავებს.

335 კვლავ რომ შეხვდე და შეეჩეხო, შმაგს მოერიდე,

თორემ ასცდები ბედისწერას, ჰადესს ეწვევი!

მეწინავეთა შორის ბრძოლა გმართებს უშიშრად:

აქაველთაგან ვერ წარგტაცებს ვერვინ მონაგარს!”

340 ასე დამოძღვრა და დატოვა გმირი ენეას.

იმწამს გაფანტა აქილევსის თვალთა წინაშე

ღმერთმა ღრუბელი ჯადოსნური. მიმოიხედა,

ამოიოხრა და გულში თქვა მრისხანე მოყმემ:

”ვაი ჩემს თავსა! ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა

345 შუბი ფეხებთან მიგდია და კაცი არა ჩანს,

ვისაც ვესროლე მოწადინემ მისი მოკვლისა!

ეტყობა, უყვართ ენეასი უკვდავ ღვთაებებს!

მე კი მეგონა, იჩემებდა უკვდავთ სიყვარულს.

333

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!