30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

”ფოინიქს, მამი! ღვთაებრივო! არა მჭირდება

მე ეს დიდება, მჯერა, ზევსი მომაგებს პატივს

და ეს შემრჩება სპათა წინაშე, სანამდის სუნთქვა

610 დამივლის მკერდში და იძვრიან მძლავრი ფეხები.

ერთ რამეს გეტყვი და, მოხუცო, გულს ჩაიმარხე:

სულს ნუღარ მიმღვრევ, ვედრებით და ოხვრა-გოდებით

აგამენონის საამებლად! ის არ გიყვარდეს

ისე, რომ ვისაც შენ უყვარხარ, შესძულდე, გმირო!

615 შენ კაცი იგი შემიგინე, ვინც შემაგინა!

(მო, ჩემთან ერთად მოილხინე მეფურ პატივით).

პასუხს ესენი მიუტანენ, შენ კი აქ დარჩი,

ფაფუკ საწოლზე მოისვენე. ხვალ, სისხამ დილით,

ერთად ვიფიქროთ, შინ გავწიოთ, თუ დავრჩეთ აქვე”

620 თქვა და პატროკლეს მეყსეულად გმირმა წამუყო:

გაუმზადეო სარეცელი, სურდა, რომ სტუმრებს

დროზე ეფიქრათ გაბრუნება. მძლე აიანტმა,

ტელამონიდმა ღვთაებრივმა მიმართა მოყმეთ:

”ლაერტის ძეო ოდისევსო, ჭკუა ულევო!

625 დროა, წავიდეთ.

ვხედავ ამ გზით სასურველ შედეგს

ვეღარ მივაღწევთ. მალე უნდა ვუთხრათ პასუხი

დანაელთ, თუმცა, სასიკეთოს ვერაფერს ვეტყვით.

გველოდებიან, სხედან სპანი. ხოლო პელიდმა

გულს ჩაინერგა სიამაყე ზღვარს გადასული!

630 სასტიკს არაფრად ჩაუგდია თვით მეგობარიც,

მას მთელს ბანაკში ყველასაგან რომ გამოვარჩევდით,

გულქვას, უგრძნობელს!

ძმაც კი იღებს მოკლული ძმისთვის,

მამა-შვილისთვის გამოსასყიდს და ამ დროს მკვლელი

ხალხში თავსა გრძნობს არხეინად, თუ განძს გაიღებს.

635 საზღოს მიმღები შურისმგებელ სულს და ამაყ გულს

დააცხრობს ხოლმე. მაგრამ ღმერთმა შენ უბოლოო

რისხვით აგინთო გული მხოლოდ ერთი ქალისთვის!

ჩვენ ხომ შვიდს გაძლევთ - უკეთესებს უკეთესთ შორის,

სხვა მრავალ ძღვენსაც! შეიმოსე სიკეთით სული!

640 შენს კარავს მაინც სცემდე პატივს: ჭერქვეშ გეწვიეთ

დანაელთ ელჩნი! შენგან ველით აქაველთ შორის

ყველაზე უფრო მხარდაჭერას და მეგობრობას!’

მყისვე ფეხმარდმა აქილევსმა მიუგო მოყმეს:

”ტელეამონის ძევს იანტო, კეთილშობილო!

645 შენ გულით ამბობ, ვგრძნობ, ყველაფერს, მაგრამ, მამაცო,

რისხვა შემიძრავს სულს, როგორც კი გამახსენდება,

ვით შემიგინა პირისწყალი არგიველთ შორის

164

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!