30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

გული მოიცეს, გაამხნევეს ერთურთი.

ღმერთებს

ლოცვით მიმართეს და ზეცისაკენ აღაპყრეს ხელნი.

მოაქროლებდა ხშირფაფრიან ცხენებს ჰექტორი,

გორგოსთვალება, კაცთამჟლეტი არესის მსგავსი.

350 როცხა ამ დღეში სპა იხილა, ჰერა შეწუხდა

და მყის ათენას მიეგება ფრთიანი სიტყვით:

”ვა-ვაი! ზევსის ქალიშვილო! ნუთუ დანაელთ

დაღუპვის პირად ერთხელ მაინც არ შევეწევით

ვხედავ, ვერავინ გადურჩება დღეს მძვინვარებას

355 ერთი გმირისას! ვინ გაუძლებს ღვთაებრივ ჰექტორს,

ბოროტი საქმე რაოდენი მათ შეამთხვია!”

მყისვე მიუგო თვალმცეცხლია ღმერთმა ათენამ:

”დიდი ხნის წინათ დააცხრობდა რისხვას და სულსაც,

მშობლიურ მხარს არგიველთა ხელით ძლეული,

360 რომ მამაჩემი კვლავ სულმრუმედ არ მძვინვარებდეს.

იგი უგლიმი მარდღე და მარადღამითაც

ხელს მიშლის, განა დამიხსომა, რომ მისი შვილი

ვიხსენ მტანჯველი მონობისგან ევრისთევსისა!

გმირმა ღაღადყო და მაღალი ერისიონით

365 შვილის საშველად მიმავლინა მაშინ კრონიდმა.

მე რომ წინასწარ არ შემეცნო მისნობის ძალით,

რომ მტკიცებჭიან ჰადესს ძაღლი უნდა სწვეოდა,

იმ დღს ქვესკნელის ღმერთის, საზარ ერებოსისგან,

დაინთქებოდა კიდეც გმირი სტიქსის ნაკადში.

370 მე შემიძულა და თეტისის ნებას ასრულებს:

ფეხს უკუცნიდა და ლაციცით წვერზე შეეხო,

ქალაქთმმუსვრელი აქილევსის დიდებას სთხოვდა.

აბა, კვლავ მითხრას, საყვარელი ასული ხარო!

ნუღარ აყოვნებ, მჟერფეხბა რაშნი შეკაზმე,

375 მე კი მანამდე ვესტუმრები დარბაზებს ზევსის.

მრისხანე აბჯარს ავისხამ და ვნახავ, თავხედი,

ზუჩმოელვარე პრიამეს ძე, გმირი ჰექტორი

შვებით შეგვხვდება ბრძოლის ველზე გამოცხადებულთ

ბევრი ტროელი საკუთარ გვამს ძაღლებს და ფრთოსნებს

380 არგუნებს დღესვე აქაველთა ნავ-ხომალდებთან!”

ასე უთხრა და დაეთანხმა ქალღმერთი ჰერა,

კაზმავდა ცხენებს ოქროს ლაგამ-ავჟანდებიანს,

ჰერა, ქალღმერთი ღირსეული, კრონოსის წული.

იმ დროს კრონიდის სასახლეში ქალწულ ათენას.

385 თხელი სამოსი იატაკზე ნაკეც-ღვარებად

ჩამოეშალა, მისივ ხელით ნაქსოვ-ნაქარგი.

ნაცვლად აბჯარი ტანთ აისხა ღრუბელთბატონის

და საჭურველი შეიმოსა გლოვის მომგვრელი.

145

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!