30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

ერთი მოკვდავი, ზევსმა გულით ვინც შეიყვარა. . .

(IX , 116-117).

ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ აქილევსს აქვს მიზეზი არა მარტო აგამენონზე, არამედ საერთოდ

ყველა ბერძენზე იყოს განრისხებული, აგამენონის მიერ მიყენებული შეურაცხყოფა აქაველთა საერთო

საქმედ მიიჩნიოს.

აქაველები იძულებულნი არიან მოციქულები გაუგზავნონ აქილევსს და სთხოვონ აპატიოს მათ

აგამენონის დანაშაული, თუ ატრიდი სძულს, მთელმა ბერძენმა მხედრობამ რა დააშვა, მიიღოს

დიდძალი საჩუქრები, ხელუხლებელი ბრისეისი და დაუბრუნდეს ბრძოლას! აქილევსი მოციქულებს

ხვდება, როგორც სტუმართმოყვარე მასპინძელი:

მეგობრებს გხედავთ ჭეშმარითად! გიჭირთ, ეტყობა!. . .

აქაველთ შორის მაინც ყველას თქვენ მირჩევნიხართ!

(IX , 197-198).

მაგრამ აქილევსის გადაწყვეტილება ურყევია: იგი აღარ მიიღებს მენელაოსის და აგამენონის

სახელისათვის ბრძოლაში მონაწილეობას, აღარ შეერკინება ჰექტორს, პირიქით, ხვალვე წავა

მშობლიურ ფთიაში, არ უნდა მას აგამენონის საჩუქრები, რაც უნდა ურიცხვი იყოს, არც მისი სიძეობა

სურს. წავა სამშობლოში, იქ შეირთავს ქალს. რაც შეეხება აქაველებს, ისინი ტროას ვერასოდეს აიღებენ,

მათაც ურჩევნიათ თავი დაანებონ უნაყოფო ბრძოლას და დაბრუნდნენ სამშობლოში. ყოველ

შემთხვევაში, აქილევსი ბრძოლას არასოდს დაუბრუნდება და ბერძნებმაც თავის გადასარჩენად რაიმე

სხვა ხერხი მოიგონონ (IX , 310-425).

აქილევსს თხოვნით მიმართავს ფოინიქსი: ”ბრძოლად ძღვენთათვის აღდექ და, ვით ღმერთს,

გადიდებენ აქაველები!” (IX , 603-604). მაგრამ აქილევსი არ მერყეობს. ამიტომ აიანტ ტელამონის ძე

იძულებულია მოციქულებს მოუწოდოს უკან დაბრუნება:

სასტიკს არაფრაც ჩაუგდია თვით მეგობრობაც,

მას მთელს ბანაკში ყველასაგან რომ გამოვარჩევდით,

გულქვას, უგრძნობელს! ძმაც კი იღებს მოკლული ძმისთვის,

მამა-შვილისთვის გამოსასყიდს და ამ დროს მკვლელი

ხალხში თავსა გრძნობს არხეინად, თუ განძს გაიღებს.

საზღოს მიმღები შურისმგებელ სულს და ამაყ გულს

დააცხრობს ხოლმე. მაგრამ ღმერთმა შენ უბოლოო

რისხვით აგინთო გული მხოლოდ ერთი ქალისათვის!

ჩვენ ხომ შვიდს გაძლევთ - უკეთესებს უკეთს შორის,

სხვა მრავალ ძღვენსაც! (IX , 630-639)

აიანტის საყვედური სავსებით სამართლიანია. იმ ეპოქაში, რომელიც ”ილიადაშია” ასახული,

გვაროვნული წყობილების რღვევის ხანაში, სრულიად წარმოუდგენელი იყო საჩუქრებით მოსული

მოციქულების უარით გასტუმრება. აგამენონის შეურაცხმყოფელი საქციელი ღირსეული საზღაურით

უნდა გამოსყიდულიყო, მაგრამ აქილევსს ბრძოლის ველიდან განდგომის შესანიშნავი საბაბი აქვს და

მას ხელიდან არ უშვებს. ამ მხრივ საყურადღებოა მისი პასუხი აიანტისადმი:

უკან დაბრუნდით, თქვენს გამომგზავნს ასე აუწყეთ:

გულში ფიქრადაც არ გავივლებ, კვლავ ვღვარო სისხლი,

სანამ ჰექტორი ღვთაებრივი, აბჯარასხმული

ამ მოადგება მირმიდონელთ კარვებს, ხომალდებს,

როს დაწვავს გემებს არგვიელთა და მოსპობს ლაშქარს.

(IX , 649-653).

აქილევსმა გადააჭარბა საზღვარს, რომელსაც მარტო აგამენონის მოქმედება გამოიწვევდა.

აქილევსი უარს ამბობს ბრძოლაზე, მისთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ბერძენთა დამარცხებას,

არ შესტკივა მათზე გული. ხოლო თუ ჰექტორმა დაამარცხა ბერძნები, დაწვა მათი ხომალდები და

თავს დაესხა აქილევსს, ეს უკანასკნელი მხოლოდ მაშინ ჩაერთვება ბრძოლაში. აქილევსს

გადაუწყვეტია, იბრძოლოს მხოლოდ მაშინ, როცა ამას თავდაცვის აუცილებლობა მოითხოვს. პირველ

20

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!