30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

”ო, ღმერთო ჩემო! რა რბილია ახლა ჰექტორი,

რა მტკიცე იყო, როს სტყორცნიდა გემებს ცეცხლს შთანთქმელს!”

375 ასე ამბობდა ბევრი და გვამს შუბს აძგერებდა.

ამ დროს ჰექტორი გააშიშვლა მძლე აქილევსმა,

აქაველთ შორის დადგა, ფრთიან სიტყვით მიმართა:

”ო, მეგობრებო, ბელადებო არგიველთ ტომის!

ბოლოს მარგუნეს მე ღმერთებმა ძლევა ვაჟკაცის,

380 ვინც მეტი ვნება მოგვიტანა, ვიდრე სხვამ ყველამ.

ახლა კი ქალაქს შევესიოთ მტკიცეზღუდიანს.

გავიგოთ, გულში ტროელ გმირებს რა ფიქრი უდევთ:

განგმირულს ხომ არ დაურთავენ ციხეს და გოდოლს,

თუ უჰექტოროდ გამაგრებას კვლავ გაბედავენ

385 მაგრამ რა ფიქრებს მისცემია საამო გული!

გემებთან მიწევს მეგობარი დაუკრძალავი!

ვერ დავივიწყებ ჩემს პატროკლეს, სანამ ვეთრევი

ცოცხალთა შორის და ტერფებით ვეხები მიწას!

მკვდარი ჰადესში რომც ჰკარგავდეს მეხსიერებას.

390 იქაც მეგობარს კეთილშობილს რა დამავიწყებს!

ძლევის პეანი იგალობეთ აწ, აქაველნო,

ჩვენ კი გემისკენ გვამს წავათრევთ, დიდი სახელი

გვაქვს მოხვეჭილი: აღარ არის გმირი ჰექტორი,

ვისაც ტროელნი ადიდებდნენ, როგორც ღვთაებას!”

395 თქვა და ჰექტორის უკადრისი საქმე იკადრა:

ორსავე ფეხზე გადაუჭრა მაშვრალი ძარღვი,

ქუსლში კოჭამდე გაუყარა ღვედები და ეტლს

მიაბა გვამი, დარჩა თავი დაბლა სათრევად.

ეტლზე დაადგა და საჭურველი აჩვენა ლაშქარს.

400 მათრახი დასცხო ცხენს, გაფრინდნენ მორჩილნი რაშნი.

გათრეულ ცხედარს მტვერი ადგა სვეტად, მიწაზე

მისრიალდებდა შავი თმები, თავს ხათქა-ხუთქი

გაუდიოდა, წინათ ლამაზს.

ზევსმა მტრებს მისცა

მოსაყივნებლად აყვავებულ მშობლიურ ველზე.

405 თავი გაშავდა, გაიზინზლა. დედამ შენიშნა,

ჭაღარა თმები დაიწეწა, უცხო მანდილი

შორს მოისროლა, საწყალობლად იწყო გოდება.

მოთქვამდა მამაც, აქვითინდნენ მოქალაქენიც

და ილიონში კიდით კიდე გაისმა გლოვა.

410 გეგონებოდათ ამ თავიდან თვით იმ თავამდე

ტროას ძირიან-ფესვიანად მოედო ცეცხლი.

ძლივს აკავებდნენ მოხუცს, სიმწრით გონზე გადასულს.

სულ მიიწევდა, კარიბჭიდან გაჭრას ლამობდა.

მიწას განრთხმულიც მიხოხავდა, დარდით და ხვეწნით

361

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!