30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

რაც შეეხება ლიკიელებს, არვინ ისურვებს

უმადურ საქმეს - შერკინებას დანაელებთან.

აბა, რა გვერგო ყოველდღიურ ბრძოლის სანაცვლოდ

რას წაადგები, უბადრუკო, უბრალო მებრძოლს,

150 თუ სარპედონი, სტუმარი და ძმობილი შენი,

ასე ვაგლახად არგიველებს ომში დაუთმე

მან ხომ ტროისთვის და შენთვისაც გაიღო ბევრი,

შენ კი ძაღლებიც ვერ განდევნე მისი ცხედრისგან!

თუ ჯერ კვლავ სჯერა ლიკიელთა მხედრობას ჩემი,

155 შინ გავაბრუნებ! ახლოვდება ტორის დაცემა!

ტროელთ რომ სული შერჩენოდათ, სული, რომელიც

მოყმეთ აღანთებს დასაცავად სამშობლო ქვეყნის,

აატანინებს ბრძოლისა და შრომის სიმძიმეს,

პატროკლეს მალე წავართმევდით ილიონისკენ!

160 რომ შეგვძლებოდა პრიამოსის ციხეში წაგვრა

ბრძოლის დროს ხელში ჩაგდებული პატროკლეს გვამის,

არგიველების სარპედონის თორნს დაგვითმობდნენ.

თვით მის სხეულსაც მივიტანდით ტროის ციხეში,

რადგან დაეცა აქილევსის გმირი მსახური,

165 არგიველთ შორის უმამაცეს სპათა ბელადი!

შენ კი აიანტს შებრძოლება ვერ გაუბედე,

აუთრთოლებლად ვერც შეხედე მოყმეს თვალებში!

სხვა რა გზა გქონდა. ის ხომ შენზე ბევრად მხენა არის!”

გმირმა მრისხანედ შემოხედა და თქვა პასუხად:

170 ”გლავკოს, უჭკუოდ რასაც ამბობ, ისა ხარ შენცა!

დღემდე მეგონა, საყვარელო, აჭარბებ ჭკუით

ყველას, ვინც ცხოვრობს ვრცელი ლიკიის სამეფო მხარეს,

ახლა კი ჭკუას ვერც მოგკითხავს! ეს რა მითხარი!

შენ ამბობ, თითქოს, ვერა ვბედავთ შევხვდე აიანტს

175 ცხენთა თქარუნის, მტერთან შებმის შიში როდი მაქვს,

მაგრამ კაცის აზრს ბევრად სჭარბობს განსჯა ზევსისა:

ის აკრთობს მამაცს, უკან სტაცებს მოყმესაც ძლევას,

რომელსაც თვითონ წააქეზებს შესარკინებლად.

მომყევ, ძვირფასო, დადექ გვერდით და ნახე საქმე.

180 მთლი დღ მფრთხალი თუ ვიქნები, როგორც შენ ამბობ,

თუ რომელიმე გმირ დანაელს დავუცხრობ გზნებას,

პატროკლეს ცხედრის დასაცავად შუბმოღერებულს!”

ასე თქვა, ტროელთ ასაგზნებად დასჭექა ხაფად:

”ტროელებო და ლიკიელნო, მძლენო დარდანნო!

185 იყავით კაცნი, გაიხსენეთ ზნე სამამაცო!

შევიმოსები მეც პელიდის აბჯარ-ბექთარით,

ხელთ რომ ჩავიგდე, როს დავამხე პატროკლეს ძალა!”

ასე წარმოთქვა და დატოვა ბრძოლა ფიცხელი

ზუჩმოელვარემ, გაეკიდა თავის მეაბჯრეთ,

286

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!