30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

110. ა რ ე ს ი - ზევსისა და ჰერას შვილი. ომის ღმერთი.

133. ი ლ ი ო ნ ი - ტროის მხარის მთავარი ქალაქი, სხვაგვარად - ტროა.

144. ი კ ა რ ო ს ის ზ ღ ვ ა - ზღვა, სადაც ჩავარდა იკაროსი, დაიდალოსის ძე, დაიდალოსი და იკაროსი

გამოექცნენ კრეტის მეფე მინოსს დაიდალოსის მიერ გაკეთებული ფრთების საშუალებით.

გათამამებული ყმაწვილი იკაროსი ფრენის დროს იმდენად მიუახლოვდა მზეს, რომ ცვილი,

რომლითაც ფრთები ჰქონდა მიმაგრებული, დადნა და იკაროსი ზღვაში ჩავარდა.

145. ე ვ რ ო ს ი , ნ ო ტ ო ს ი - ქარის სახეობანი. ევროსი - აღმოსავლეთის ქარი, ნოტოსი - სამხრეთის

ქარი, ევრონოტოსი - სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი.

147. ზ ე ფ ი რ ო ს ი - ქარის სახეობა, დასავლეთის ქარი. ქარის ღმერთი, ეოსის ძე, უკვდავი ცხენების -

ქსნათოსის, ბალიოსის და სხვათა მამა.

173. ლ ა ე რ ტ ი დ ი - ლაერტის ძე, ოდისევსი.

184. ი თ ა კ ა - ოდისევსის სმფლობელო ქალაქი და კუნძული იონის ზღვაში. მდებარეობს აკარნანიასა

და კეფალენიის სანაპიროთა შორის.

260. ტ ე ლ ე მ ა ქ ო ს ი - ოდისევსისა და პენელოპეს ვაჟი.

262. ქ ლ ა ი ნ ა - თბილი მოსასხამი (ტანსაცმელი), გადასაფარებელი (საბანი).

290-291. დედანში ტაეპების ბოლოს მეორდება სიტყვა ”ნეესთაი”.

303. ა ვ ლ ი დი - ქალაქი ბეოტიაში. ამ ქალაქში შეიკრიბა ბერძენთა გაერთიანებული მხედრობა

ტროაზე გალაშქრების წინ.

336. გ ე რ ე ნ ი ე ლ ი ნ ე ს ტ ო რ ი - გერენონი ქალაქია მესენიაში.

362. ფ ი ლ ე - გვაროვნული თემი, შემდგომ ხანებში - გეოგრაფიულ-პოლიტიკური ერთეული. ატიკაში

იყო 4 ფილე, ხოლო ძვ. წ. ა. 510 წლის აქეთ - 10 ფილე. გვაროვნული ფილეები იყოფოდა

ფრატრიებად, ტერიტორიულნი - დემოსებად.

381. ”შ ე ვ უ დ გ ე თ ა რ ე ს ს” - ვემსახუროთ ომის ღმერთს - არესს, ე.ი. დავიწყოთ ბრძოლა.

385. ა რ ე ს ი ს ვ ე ლ ი - ბრძოლის ასპარეზი.

445. ა ტ რ ე ი ო ნ ი - ატრევის შთამომავალი.

447. ა ი გ ი დ ა - ჰეფესტოს მიერ ზევსისთვის გაკეთებული ფარი. ამ ფარს ათენაც ხმარობს. ზევსის

ფარზე მიკერებუია საშინელი ურჩხული - მედუზა გორგოს თავი. აქედანაა სიტყვა ”ეგიდა”,

გამოთქმა - მშვიდობის ეგიდით”, ე.ი. მშვიდობის ძალით, მისი ნიშნით.

461. კ ა ვ ს ტ რ ი ო ს ი - მდინარე ლიდიაში.

465. ს კ ა მ ა ნ დ რ ი ო ს ი - მდინარე ტროაში, ერთვის ჰელესპონტს.

484. მ უ ზ ე ბ ი - ხელოვნების ქალღმერთები, ზევსის ასულები: კლეიო (ისტორიის მუზა), ევტერპე

(ლირიკის მუზა), თალეა (კომედიის მუზა), მელპომენე (ტრაგედიის მუზა), ტერპსიქორე (ცეკვის

მუზა), ურანია (ასტრონომიის), ერატო (სატრფიალო პოეზიის მუზა), პოლიმნია (სახოტბო

პოეზიის მუზა), კალიოპე (ეპიკური პოეზიის მუზა).

410

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!