30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ნუთუ ესოდენ სწყალობ ტროელთ უპირსწყლოებს,

მოძალადეებს, უმაძღართა მოაქამომდე

635 ყველა კაცთათვის საძულველებს ხოცვა-ჟლეტითა

ბოლო აქვს ყოველს - ძილისშორისს თუ ტრფიალებას,

ტკბილი ჰანგს, უმწიკვლო გოგოს ცეკვით აღძრულ ჟურანტელს,

უფრო სანუკვარს, ვიდრე ბრძოლის ღრიანცელია.

მაგრამ ტროელებს ეამებათ ომი უფრორე!’

640 მყის საჭურველი სისხლის ორთქლით აბოლქვილ სხეულს

ახადა გმირმა და მეაბჯრეთ გადაულოცა.

კვლავ მეწინავეთ შორის ჩადგა მენელაოსი.

პილაიმენევს მეფის ვაჟი ჰარპალიონი

მას თავს დაესხა.

მოჰყოლია ტროაში მამას,

645 მაგრამ სამშობლოს უბედური ვერ დაუბრუნდა!

ფარში აძგერა ატრიდს შუბი ანაზდეულად,

მყისვე გაექცა სიკვდილს, თავის ხალხს მიაშურა,

სულ მზერად იქცა, ვინძლო შუბმა არ მიწიოსო.

650 მაგრამ მოარტყა მერიონემ ლტოლვილს ისარი

მარჯვენა მხარეს უკანალთან და ბასრმა რვალმა

ძვალი გააპო, ბუშტში ჩარჩა. სულ დაიგრიხა

სიმწრით, მოძმეთა ხვევნაში ყრმას აღმოხდა სული,

შემდეგ, ვით ჭია, გაიშალა სისხლიან ველზე.

655 მიწა დაალტო შავი სისხლის სქელმა ნაკადმა.

პაფლაგონელნი აწრიალდნენ მოყმის გარშემო,

მოკლული ეტლზე დაასვენეს, ილიონისკენ

მიაცილედნენ, მამაც ახლდათ ცრემლთა მფრქვეველი,

აღარ შეეძლო შვილისათვის შურისძიება.

660 მაგრამ პარისი შურისგების გრძნობით აღინთო:

ახსოვდა მისი მასპინძლობა, როს პაფლაგონელთ

ეწვია სტუმრად. მტერს ისარი სტყორცნა ფრთიანი.

ევქენორ იყო ძე მისანი პოლიიდოსის,

კაცი მორჭმული, აყვავებულ კორინთოს მკვიდრი.

665 იცოდა თუმცა ბედისერა, ილიონისკენ

წავიდა მაინც.

პოლიიდოს სულ აფრთხილებდა:

შინ მოკვდებიო მძიმე სენით, ან ბრძოლის ველზე

აქაველთ გემთან მოგიღებენ ბოლოს ტროელნი.

ყრმა სახადივით გაურბოდა ომსაც, აქაველთ

670 რაც არ სჩვევიათ, სასტიკ სენსაც და ფუჭ სატანჯველს.

ყვრილამში მოხვდა მას პარისის ბასრი ისარი,

სული გაფრინდა, თვალს წყვდიადი გადაეფარა.

ასე იბრძოდნენ მეომარნი, ალმოდებულნი.

გმირ ჰექტორს ზევსის რჩეულს, შორით არც კი ესმოდა,

675 გემებთან, მარცხნით თუ რა მარცხი ელოდა ლაშქარს

არგიველთაგან. და სულ მალე მტრის ჯარს დიდება

227

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!