30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

520 ფერი წაერთვა, რომ შეხედა ცხენების სადგომ

ცარიელ ადგილს, ჯერაც მფეთქავ მებრძოლთ გვამებს.

გმინვით ეძახდა სახელს თავის მოძმეს საყვარელს.

ტროელთ ბანაკში საშინელი განგაში ატყდა.

მოიჭრნენ გმირნი საზარ საქმით გაოცებულნი,

525 გემს შეფარებულ აქაველთა ნამოქმედარით.

როს მიაღწიეს ადგილს, სადაც დასცეს მსტოვარი,

შმაგი ცხენები შეაჩერა მყის ოდისევსმა,

ტიდიდმა ხელში სისხლიანი დავლა აიღო,

მისცა ოდისევსს, კვლავ ამხედრდა, ცხენს აჩქარებდა,

530 მაგრამ მორჩილად მიგელავდნენ გამოფუღრული

გემებისაკენ, იქითკენვე უწევდათ გული.

პირველად ნესტორს შემოესმა თქარუნი და თქვა:

”ო, არგიველთა საყვარელო თემისთავებო!

ვცდები თუ არა, მაინც ვიტყვი, მე გული მიგრძნობს:

535 ფეხმარდ მერანთა თქარა-თქური მოესმა ყურთა.

ნეტავ ლაერტის ძე მოქროდეს, ან დიომედე

ერთ მთლიან ფლოქვად გადაქცეულ ტროელთა ცხენით!

მაგრამ გული თრთის, ახა-ვაი, თუ დაზარალდნენ

ტროელთ ბანაკში არგიველთა მძლე მეომრები!”

540 სიტყვა ბოლომდე არც კი უთქვამს, ამ დროს გამოჩდნენ,

დაიქვეითს. შეეგებნენ აღტაცებულნი.

გაშლილი ხელით, ტკბილი სიტყვით არგიველები.

პირველმა ჰკითხა მათ ნესტორმა გერენიელმა:

”გვამცნე, ოდისევს, აქაველთა ლაშქრის დიდებავ,

545 როგორ ჩაიგდეთ ხელთ ცხენები განა ტროელებს

შეხვდით ჯიქურად თუ გზად ღმერთმა გაჩუქათ რაშნი,

მზის ნათელ სხივებს მშვენებით რომ ემსგავსებიან

ბევრი მინახავს ტროელები, ვიცი, რომ უქმად

არ ვისვენებდი გემების წინ, თუმც ვარ ჭაღარა,

550 მაგრამ ჯერ ასეთ ბედაურებს არ მოვსწრებივარ!

უეჭველია, ღმერთი შეგხვდათ გზად და გიბოძათ!

ორივ უყვარხართ ერთნაირად ზევსს ღრუბელთმარეკს

და ზევსის ასულს, თვალმცეცხლია ქალღმერთ ათნას!”

მიუგო მოხუცს ოდისევსმა ჭკუაულევმა:

555 ”ნესტორ, ნელევსის ძევ, აქაველთ ლაშქრის დიდებავ!

ღმერთს, თუ ინებებს, უკეთესი ცხენებიც ძალუძს

გვაჩუქოს, ღმერთი ხომ უსაზღვროდ მძლავრი ბრძანდება!

ჰოდა, მოხუცო, თრაკიელთა რაშნი ბანაკში

მხოლოდ ახლახან გაჩდნენ. მათი მეფე ტიდიდმა

560 მოკლა, დააკლა ზედ თორმეტი თანამებრძოლიც.

179

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!