30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

90 ვერც მწვანე ველთა მობიბინე სანაპირონი,

როცა იქუხებს ზევსის წვიმით აზვავებული

და გადაუვლის ვაჟკაცების ნაჯაფარ ყანებს.

ასე შეირხა ტროელების ხშირი ფალანგიც,

ვეღარ გაუძლო დიომედეს მძვინვარე ძალას.

95 მალე შენიშნა ლიკაონის განთქმულმა ვაჟმა,

თუ ვით არხევდა გმირი ველზე ტროელთ ფალანგებს.

მყისვე მიზანში ამოიღო მან დიომედე

სტყორცნა ისარი ველზე მსრბოლელს, მარჯვენა მხარეზე

ფრთიანი ისრით შეუნგრია გმირს სამკერდული,

100 ბეჭში ჩაეჭდო რვალი, სისხლმა შეღება თორნი.

ძლევის ყიჟინა დასცა მყისვე ლიკაონის ძემ:

”მტკიცედ, სულდიდო ტროელებო, ცხენთა მხედვნელნო!

დაიჭრა ქველი აქაველი, ვგონებ, ვერ შეძლებს

დიდხანს გაუძლოს ისარს, თუკი ლიკიის მხრიდან

105 ამაოდ ზევსის ძეს, მეუფეს, არ მოვუხმივართ!”

ასე ზვაობდა, მაგრამ ისარს ყრმა არ დანებდა,

ოდნავ უკუდგა, მოეფარა ეტლსა და ცხენებს.

სთენელოსს უხმო, კაპანევსის ვაჟს სახელოვანს:

”ო, კაპანიდო, მეგობარო, ჩამოხედ ეტლით

110 და სწრაფად მხრიდან ამომგლიჯე მწარე ისარი!”

ასე ევედრა. სთენელოსი მყისვე ჩამოხტა,

მის ზურგთან მდგომმა ამოგლიჯა მხრიდან ისარი.

სისხლმა იჩქეფა მეწამულმა ყრმის ქიტონიდან.

ღმერთს შეღაღადა დიომედემ კეთილშობილმა:

115 ”ყური მომაპყარ, უძლეველო ზევსის ასულო!

მეც და მამაჩემს თუკი შემწედ მოვლინებიხარ

ოდესმე, ახლაც, ო, ათენავ, ჰყავს სიყვარული,

მეოხ-მეყავი, რომ მტერს მივწვდე შუბის სატყორცნად,

ვიცნ თვით დამასწრო. თავხედურად აცხადებს კიდეც,

120 რომ დიდხანს აღარ მიწერია მზის სხივთა მზერა!”

ასე ღაღად-ყო და უსმინა მოყმეს ათნამ,

მეომფრი სახსრებს მოქნილობა, ძალა შეჰმატა,

მიუახლოვდა და მიმართა ფრთიანი სიტყვით:

”ახლა, ტიდიდო, შეერკინე კვლავაც ტროელებს!

125 სული აგინთე უშიშარი, მამისეული,

ფარის მრხეველი ტიდევსისა, მამაცი მხედრის.

ბინდი გაცილე, შენს თვალებს რომ გადაფარვოდა,

ახლა ღმერთსაც და მოკვდავ კაცსაც გაარჩევ კარგად.

გასწი და ღმერთმა თუ ისურვა შენი გამოცდა,

130 ოლიმპიელზე, დიომედევ, ხელს ნუ შემართავ,

ვინც უნდა იყოს! მაგრამ ბრძოლად თუ აფროდიტე

93

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!