30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

ცოტა ხნის წინათ სადაც ვახშამს აწყობდნენ მცვენლი,

445 ძილში ჩაძირა გუშაგები სათნო ჰერმესმა.

ურდული გახსნა, ბჭე გააღო და პრიამოსი

შიგ შეიყვანა, საზიდარიც შემოაგორა.

მალე მიადგნენ დიად კარავს გმირი პელიდის.

მეფეს აუგეს მირმიდონელთ ფართო კარავი

450 ნაძვის მორებით, გადახურეს ზემოდან ისლით,

რომელიც უხვად მოუთიბავთ ნამიან ველზე.

კარვის გარშემო ვრცელი ეზო ჰქონდა მბრძანებელს,

ირგვლივ მესერით შემოღობეს. მტკცე ჭიშკარი

ნაძვის ურდულით იხშობოდა. სამ აქაველსაც

455 ერთობ უჭირდა გადაწევა საკლიტურისა.

ხოლო პელიდი მარტო ხსნიდა ურდულს იოლად.

სათნო ჰერმესმა ბჭე გააღო მეფის წინაშე,

შეატანინა საჩუქრები აქილევსისთვის.

შემდეგ ეტლიდან ჩამოხტა და მოხუცს მიმართა:

460 ”ახლა ღმერთი დგას შენს წინას, ღმერთი ჰერმესი.

გზის მაჩვენებლად მომავლინა თვით მამა ზევსმა.

კვლავ ოლიმპოსკენ მივიჩქარი. აგრე სახალხოდ

ვერ ვეჩვენები გმირ აქილევსს: როგორ იქნება,

ღმერთმა აშკარად პატივი სცეს მოკვდავ მეომარს

465 შენ კი ეახლე და რომ შეხვალ, მუხლთ მოეხვიე,

მამის სახელით, ლამაზთმიან დედის სახელით,

შვილის სახელით ემუდარე, ვინძლო მოალბო!

ასე უთხრა და ოლიმპოსკენ გაიჭრა ღმერთი.

ეტლიდან მყისვე ძირს ჩამოხტა მეფე პრიამოს.

470 იდაიოსი მან დატოვა ჯორ-ცხენთა მცველად,

ხოლო თვით უმალ სავანისკენ მიისწრაფოდა,

სად ეგულვოდა აქილევსი, ზევსის ნაზარდი.

იქ ნახა კიდეც. მეგობრები შორს ისხდნენ მისგან,

მაგრამ მამაცი ავტომედონტ და ალკიმოსი

475 იქავე ჰყავდა. ცოტა ხნის წინ უნებებია

მოყმეს ვახშამი და ჯერ კიდევ წინ ედგა ტაბლა.

კარავში შედის შეუმჩნევლად. პრიამე პელიდს

ფერხთ უვარდება, მუხლთ ეხვევა, უკოცნის ხელებს,

მის ნაშიერთა, მრავალ შვილთა მკვლელ საზარ ხელებს.

480 ოდეს მამაცი სამშობლოში ცოდვას ჩაიდენს -

კლავს ვისმე, ილტვის, უცხო ტომთან მიეშურება,

მძლავრს ეკედელება, განცვიფრებით მას შეხვდებიან.

ასე გაოცდა აქილევსიც, როს ღვთაებრივი

პრიამოს ნახა. განცვიფრებით ერთიმეორეს

485 შესცქერის ყველა. პრიამოს კი ღაღადებს ასე:

397

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!