30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ზოგს იმედი აქვს მარტო ეტლის და ცხენებისა,

320 რომ გააჭენებს, ვერც აოკებს, რას არ ასკდება,

ცხენთსარბიელზე გაჩერებაც უჭირს უგუნურს.

ხოლო მხედარი გონიერი, ეტლს როცა მართავს,

მიწყივ მიზნისკენ იყურება, აბრუნებს ახლოს,

თავიდან იცის, როგორ ეპყრას ხელში სადავე:

325 მტკიცედ უჭირავს, მწეინავეს თვალს არ აცილებს.

გეტყვი სანიშნეს.

არ გამოგრჩეს

ხომ ხედავ, ეგერ

დგას მორი ხისა ასე, ერთი ხელის გაშლაა.

ვგონებ, ფიჭვია, ანდა მუხა, რომ ვერ ვნებს წვიმა.

მარჯვნივ და მარცხნივ გვერდით ორი თეთრი ქვა მოჩანს,

330 სად გზა ვიწროა. ირგვლივ სწორი სარბიელია.

ეგ სვეტი უნდა იყოს ძველი საფლავისზედა,

ანდა წინაპრებს ნიშანსვეტად უნდა ჰქონოდათ.

ახლაც სანიშნედ აირჩია გმირმა ფეხმარდმა.

ახლოს რომ მიხვალ, ცხენი მყისვე შემოაბრნე.

335 თვით მაგრად იდექ ლამაზ ეტლზე, მარცხნივ სულ ოდნავ

გადაიხარე, ცხენი რომ გყავს მარჯვენა ხელთან,

მათრახი დასცხე და სადავე მიუშვი სულაც.

მარცხენა ცხენმა ნიშანსვეტთან შემოუხვიოს,

ისე, რომ მისი ზედაპრი ლამის ბორბალმა

340 გაკაწროს კიდეც. მაგრამ ფრთილად, არ მიეჯახო:

ეტლსაც დაამსხვრევ, დაშავდება ცხენი,

მსრბოლელთა

სასიხარულოდ, მხოლოდ, შვილო, შენდა სასირცხოდ!

იყავ ფრთხილი და საზრიანი, ო, საყვარელო!

თუ ნიშანსვეტთან შემოუხვევ ახლოს, ვერავინ

345 წამოგეწევა ველზე გაჭრილს, ვერც გადაგისწრებს,

თუნდაც კვალდაკვალ მოგყვებოდეს ატრეიონი,

ღვთიური მოდგმის ცხენი მეფე ადრასტოსისა,

ანდა მერანი სახელოვან ლაომედონტის!’

ასე უთხრა და ნელევსის ძე ნესტორ ჩამოჯდა,

350 მას შემდეგ, როცა სასიკეთოდ დამოძღვრა შვილი.

მეხუთემ გმირმა მერიონემ შეკაზმა ცხენნი.

ეტლზე ავიდნენ მეომრები. წილი იყარეს.

პელიდმა ზუჩში შეარხია. და შეხვდა წილი

გმირ ანტილოქოსს. მეორე ხვდა მეფე ევმელოსს,

355 მესამე - ატრიდს მენელაოსს, მამაც შუბოსანს,

შემდეგი წილი - მერიონეს, ხოლო სულ ბოლოს

ეტლის სარბოლი წილი ერგო ძე ტიდევსისა.

რიგის მიხედვით დადგნენ. ნიშანსვეტი აჩვენა

პელიდმა ველზე, მაგრამ მანამ მოხუც ფოინიქსს,

372

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!