30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

თავი ლომისა, ტანი თხისა, კუდი დრაკონის.

საშინლად ქშენდა, ეფრქვეოდა ხახიდან ალი.

ყრმამ სძლია, ღმერთთა სასწაულით გამხნევებულმა,

შემდეგ ეომა ომნაცად ხალხს, განთქმულ სოლიმებს,

185 ბრძოლა ასეთი საშინელი არც მოსწრებია.

მესამედ შეხვდა მამაკაცთა მსგავს ამაძონებს.

როს ბრუნდებოდა შინ, კვლავ დიდი საფრთხე ელოდა,

საფარში დახვდნენ ლიკიელთა მამაცნი სპანი,

და მათგან ვერვინ ვერ იხილა კვლავ სახლი თვისი.

190 ყველა გაწყვიტა უცოდველმა ბელეროფონტმა.

ბოლოს მიუხვდა მეფე მოყმეს ღვთაებრივ მოდგმას,

შინ დაიტოვა, მიათხოვა თვისი ასული.

მისცა ბრწყინვალე ნახევარი მეფურ დიდების,

ლიკიელთაგან დიდებული წილი მიიღო -

195 სამეფოდ ვრცელი ბაღები და ხოდაბუნები.

ბრძენ ბელეროფონტს შეეძინა სამი მემკვიდრე:

ჰიპოლოქოსი, ისანდროსი, ლაოდამია.

ლაოდამიას პირმშვენიერს ზევსი შეეტრფო,

მან სარპედონი შობა, გმირი რვალშემოსილი.

200 ბოლოს შეძულდა ყველა უკვდავს ბელეროფონტი,

ალეიოსის ველს მიენდო მოხეტიალე.

გულს ღრღნიდა დარდი, გაურბოდა კვალს კაცთა მოდგმის.

არესმა, ბრძოლით უმაძღარმა დასცა ისანდროს,

როცა სოლიმებს, ომნაცად ხალხს, ებრძოდა გმირი.

205 ასული მოკლა არტემისმა, მძლე შვილდოსანმა.

ჰიპოლოქოსი დარჩა. მისგან მე ვარ შობილი.

აქ გამომგზავნა და მიბრძანა, მუდამ მეცადა

სხვისთვის მეჯობნა, მიწყივ ბრძოლის გზნებით აღვსებულს.

210 ეფირეში და ლიკიაში სახელგანთქმულნი.

აჰა, ესერა ჩემი სისხლი, ვამაყობ ამით!”

აღივსო შვებით დიომედე კეთილშობილი,

სპილენძის შუბი ნაყოფიერ მიწას ჩააჭდო

და მიესალმა სახელგანთქმულს, მამაცთა მეფეს:

215 ”შენ ხარ სტუმარი მამა-პაპურ ადათით ჩემი!

ოდესღაც პაპა ოინევსი გმირ ბელეროფონტს

ოცი დღ სახლში მასპინძლობდა, როგორც მეგობარს.

ერთურთს უბოძეს საჩუქარიც საუკეთესო:

პაპამ მიართვა მას სარტყელი ძოწით ელვარე,

220 ბელეროფონტმა - ოქროს თასი ორფსკერიანი,

ახლაც შინ მიდევს თასი იგი, სადაც დავტოვე.

მამა არ მახსოვს, ჩვილი დავრჩი ტიდევსს, როდესაც

თებე-ქალაქთან აქაველნი დამარცხებულან.

დღეიდან არგოსს მეგობრად და სტუმრად მეგულვი.

225 მეც ლიკიაში თუ გეწვიე, მიგულე ასე.

117

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!