30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

”რაო, ტიდიდო, რისთვის დავთმეთ ზნე სამამაცო

ჩემთან ჩამოდექ! საშინელი სირცხვილი გველის,

315 თუ გემს აიღებს გმირი ჰექტორ, ზუჩმოქანავე!”

რქვა და მიუგო დიომედემ შეუკრთომელმა:

”მე აქაც ძალმიძს მედგრად დგომა, რა ბედენაა

სიმხნევე ჩვენი, ღრუბელთმარეკ ზევსს ნდომებია

ტროელთ არგუნოს გამარჯვება, არა ჩვენს ლაშქარს!”

320 თქვა და იმავ წამს დააქვეყნა თიბრრაიოსი,

მკერდში, ძუძუსთან დასცა შუბი;

მძლე ოდისევსმა

ღმრთის მსგავს მოლიონს, მის მებჯრეს, მოუღო ბოლო.

დასტოვეს იქვე, ბრძოლის ჟინი სადაც დუცხრეს.

თვით სპათა შორის გაიარეს; როგორც ტახები

325 მწევრებს ანაზდად ძალმოსილნი შემოუტევენ,

ისე ტროელებს დაერივნენ, ხოლო აქაველთ

სული მოითქვეს ლტოლვილებმა ჰექტორის მიერ.

ხელთ იგდეს ეტლი, ორნი ძენი პერკოსიელი

მეროპოსისა, იგი იყო სახელოვანი

330 ბედის მცნობელი, არ აძლევდა თვის შვილებს ნებას,

სასტიკ ბრძოლაში ჩაბმულიყვნენ. არ დაუჯერეს.

პირქუშ სიკვდილთან ბედისწერას მიჰყავდა ძმები.

მათ დიომედემ, შუბოსანმა სახელგანთქმულმა

დღე მოუსწრაფა და მოსტაცა აბჯარ-ბექთარი.

335 ჰიპოდამანტი დასცა, შემდეგ ჰიპეიროქოს

მძლე ოდისევსმა. იდას მთიდან შემყურე ზევსმა

თანაბარ ომში შეარკინა სპანი ერთმანეთს.

შუბით ბარძაყში აგასტროფოს დაჭრა ტიდიდმა,

პაიონიდი. არ ჰავდა გვერდით ცხენები,

340 რომ გაექუსლა და შეძრწუნდა სული მოყმისა.

ეტლი შორს დარჩა, თვით ქვეითად იბრძოდა გმირი

მეწინავეთა შორის, სანამ სული არ დათმო.

შენიშნა მტერი მძელ ჰექტორმა, საზარ ყიჟინით

მათკენ გაიჭრა, თან ტროელთა ფალანგნი გაჰყვნენ.

345 გულმა უმატა ძგერას, როცა მას მოჰკრა თვალი

ტიდიდმა და მყის იქავე მდგომ ოდისევს უთხრა:

”უბედურება დაგვტრიალებს თავს - მძლე ჰექტორ!

მაგრამ ფეხი არ მოვიცვალოთ, აქ შევეგებოთ!”

თქვა და გასტყორცნა მძლავრად შუბი გრძელჩრდილიანი,

350 მოარტყა კიდეც შეუცდომლად პრიამიდის თავს

ჩაჩქანის ზემოთ, მაგრამ რვალი ისხლიტა რვალმა,

მშვენიერ სხეულს ვერ შეეხო, თვალამოღებულ

ზუჩს ვეღარ გასცდა სამმაგს, ღმერთი აპოლონისგან

188

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!