30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

უღელში გაბმულ მოზვრებს სვეზე ერეკებიან

და როცა ისევ მოუხვევენ ყანის სამანთან,

545 თვითეულს ღვინოს თასით აძლევს კაცი სალხინოს.

და ოდეს კლავ სვეს თავიანთსას უბრუნდებიან,

ჩქარობენ ბოლოს გაიტანონ უხეში ხნული.

თუმც ხოდაბუნი ოქროსია, ხნული შავდება

და უკან რჩება. სასწაული რამ სურათია!

550 შემდეგ დახატა ყანა მაღალ თავთუხიანი,

მოპირულ ნამგლებს მომკელთ ხელში ბზინვა გაუდის.

ზოლ-ზოლად ხშირი თვაელები მიწაზე ცვივა,

მარჯვედ კონავენ შემკრვრელები ძნებად და ძნებად.

სამ-სამი მისდევს თითოეულს, უკან ბავშვები

555 თავთუხს თავთუხზე ამატებენ კონა-კონებად

და მათ აძლევენ. იქვე მოჩანს ყანის პატრონი

კომბალით ხელში, გულს სიამე შემოჰფენია,

შორს კი მსახურნი სუფრას დგამენ მუხის ჩეროში,

ხარი დაუკავლთ, ფუსფუსებენ, ხოლო დიაცნი

560 თეთრ ფქვილს ურევენ, რომ მოასწრონ ტკბილი სამარხი.

ზემოთ მოხატა დახუნძლული ოქროს ვენახი,

მხოლოდ მტევდნები კიაფობენ სურათზე შავად,

ვაზი უჭირავს ვერცხლის ჭიგოს. ვენახთან ახლოს

მუქლურჯი თხრილი და ბრპენისაგან თეთრი კედელი

565 გამოსახულა. ვაზებს შუა ვიწრო ბილიკზე

ჩანან მზიდავნი. რთველი არის ბარაქიანი.

ქალწულთ და ყმაწვილთ გული უცემთ ლხენით და შვებით,

სავსე გიდელთი როცა მიაქვთ ტკბილი ნაყოფი.

იმათ შორის დგას მშვენიერი ერთი ჭაბუკი,

570 წკრიალა ფორმინგს რომ აჟღერებს და ტკბილად მღერის,

ჭაბუკის გვერდით მოხდენილად როკავენ ყრმანი.

დგას ჟრიამული, ჟღერს სიმღერა, ქუხს საფერხისო.

იქავე ჯოგი მოჩანს ხართა, რქებამართულთა,

ზოგი ოქროთი, ზოგიც ბრპენით გამოძერწილი.

575 გამოცვენილან ძელყორიდან იალაღისკენ,

შმაგი მდინარის ლელიანი ნაპირის გასწვრივ.

ოქრონაძერწი ოთხი მწყემსიც ახლავს საქონელს

და ცხრა ნაგაზი. მალემსრბოლი თანვე მიჰყვება.

ჯოგს დასცემია ორი ლომი ხშირფაფრიანი,

580 აბღავლდა კურო, დაითრია ოდეს ნადირმა.

საშველად მწყემსნი გამორბიან და ქოფაკებიც,

ლომებს კი ხარის ტყავი უკვე აუგლეჯიათ.

დასწაფებიან სისხლს, შიგნეულს, მწყემსნი ამაოდ

უსისინებენ ფეხმარდ ძაღლებს შესაშინებლად.

314

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!