30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ამ დროს ალკიმოს, ავტომედონტ კაზმავდნენ ცხენებს,

ქედზე დაადგეს საყევარი, ლაგამი მოსდეს,

მოსართავები მოჭიმეს და მშვენიერ ეტლზე

395 კოფოს მიაბეს. ხელი სტაცა ბრწყინვალე მათრახს

და ეტლის ძარას მყის შეახტა ავტომედონტი,

მის უკან იდგა საბრძოლველად გმირი აქილევს,

ბრწყინავდა, როგორც ჰიპერიონ სხივთა მთოველი.

ხაფად შეჰყივლა მამისეულ ცხენებს მრისხანემ:

400 ”ქსანთოს, ბალიოს, ღვთაებრივი პოდარგეს შვილნო!

ახლა სხვაგვარად გაიყვანეთ თქვენი მეეტლე

დანაელთ დასთნ, რომ ბრძოლის ჟინს ოდეს მოვიკლავთ,

როგორც პატროკლე, სარბიელზე არ დაგრჩეთ იგი!”

ეს თქვა თუ არა, შმაგფეხება რაშმა ქსანთოსმა

405 ხმა ამოიღო თავდახრილმა, უხვი ფაფარი

ხელნის ქვემოდან გადმოცვივდა, მიწამდე დაწვდა,

ცხენი მეტყველ-ყო თეთრხელება ქალღმერთმა ჰერამ:

”ახლაც კვლავ ცოცხალს დაგაბრუნებთ, გმირო ფეხმარდო,

მაგრამ ახლოა აღსასრული! ჩვენ არ გიმუხლებთ,

410 არამედ - ღმერთი, მბრძანებელო, ბედი-თავნება!

ო, განა ჩვენმა სიზანტემ და მოუქნელობამ

პატროკლეს მკერდზე მტერს ჯავშანი ააგლეჯინა

ყოვლადძლიერმა ღმერთმა დასცა, ლეტოს შობილმა

პატროკლე, ხოლო მიანიჭა დიდება ჰექტორს!

415 ჩვენ თუნდ ვიფრინოთ, ვით ზეფიროს სუნთქავს ქშუილით -

ქართუსწრაფესი, ბედისწერას შენც ვერ აგაცდენთ:

ძლიერი ღმერთი და მოკვდავი დაგცემს ვაჟკაცი!”

ამის თქმა იყო და დაუხშო ხმა ერინიამ.

პირქუშად უთხრა აქილევსმა ფეხმარდმა მერანს:

420 ”რატომ მიქადი სიკვდილს, შენ ეს არ გეკითხება!

მეც კარგად ვიცი, რომ დაღუპვა აქ მიწერია,

შორს დედ-მამისგან. მაგრამ ბრძოლის ველს არ დავტოვებ,

სანამ ტროელებს არ დავაძღებ სისხლიან ომით!”

თქვა და ყიჟინით გააჭენა თქარუნა ცხენნი.

ქება მეოცე

ღმერთების ბრძოლა

ჭვინტებმორკალულ ხომალდებთან რვალმოელვარე

აქაველები შემოგიდგნენ, პელევსის ძეო!

ტროელთ ზეგანი ეკავათ და ელოდნენ მომხვდურს.

კრონიდმა ბრძანა, რომ თემიდას ვეყალ უკვდავი

5 შემოეკრიბა ოლიმპოდან. ჩამოურა

325

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!