30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

ერთურთს დავშორდეთ, შევერიოთ შუბებით ლაშქარს.

ბევრს ვნახავ ტროელს, სახელოვან მოკავშირესაც,

ბევრსაც ვძლევს, ვისაც შემახვედრებს ღმერთი მაღალი.

შენც სხვა აქაველს, ვისაც შეძლებს, გაუსწორდები!

230 გავცვალოთ ახლა საჭურველნი, ყველამ იცოდეს,

როგორ ვამაყობთ პაპათა დროს დაწყებულ ძმობით!”

ასე ამბობდნენ და ჩამოხტნენ მყის ეტლებიდან,

ხელი ხელს მისცეს, მეგობრობა ერთურთს შეჰფიცეს.

გლავკოსს წაართვა ამ დროს ჭკუა კრონიდმა ზევსმა:

235 ოქროს აბჯარი რვალისაში გააცვლევინა -

ასზროხიანი ტიდიდს მისცა ცხრაზროხიანში!

მიადგა მუხას, სკაიას ბჭეს გმირი ჰექტორი.

ტროელნი ქალნი და ქალწულნი შემოეგებნენ

ზოგი შვილს სწუხდა, ზოგი ძმას და ზოგიც მეუღლეს.

240 მან კი უბრძანა, ილოცეთო უკვდავთა მიმართ,

ზეცის მკვიდრთადმი - ბევრს ვაება ემუქრებაო!

მიუახლოვდა პრიამოსის სახლს ლაღად ნაგებს.

სწორად ნათალი ტერასები გასდევდა გასწვრივ

მის ორმოცდაათ სამთიობოს, მიჯრით მიწყობილ

245 თლილი ქვებისგან აშენებულს.

იქა ცხოვრობდნენ

პრიამეს ვაჟნი პირმშვენიერ მეუღლეებთან.

მეორე მხარეს კი თორმეტი ოთახი იყო,

მიჯრით მიწყობილ თლილი ქვებით აშენებული,

მოხუც პრიამეს ასულების სამთიობონი -

250 იქ პირმშვენიერ, მორცხვ ცოლებთან იყვნენ სიძენი.

ჰეკაბეს, ძვირფას დედას, გზაში შეხვდა ჰექტორი,

ლაოდიკესთან - თვის ასულთან მიმავალ მოხუცს,

ხელი მოჰკიდა მორიდებით ჰექტორს მშობელმა:

”სად მიხვალ, შვილო, რად დატოვე მძვინვარე ბრძოლა,

255 ალბათ თუ გძლევენ საძულველი აქაველები,

ქალაქის კედელს შესევიან. . . შენ ჩვენთან მოხველ,

ლოცვა-ვედრებით რომ ზევსისკენ აღაპყრო ხელნი

ნუღარ აყოვნებ, შვილო ჩემო, მოვიტან ღვინოს,

რათა ასხურო ზევსისათვის და ღმერთებისთვის,

260 შემდეგ თვითონაც ნება-ნება გული იმაგრო;

კაცს, შრომით დაღლილს, კვლავ უახლებს ღვინო ძალ-ღონეს,

შენც, შვილო ჩემო, ამ საზარმა ბრძოლამ დაგღალა”.

დედას მიუგო გმირთა გმირმა ზუჩმოელვარემ:

”არ მომიტანო ტკბილი ღვინო, ძვირფასო დედავ,

265 ჩემს ძალას დასცემს, ჯანს დავკარგავ და სიმამაცეს,

როგორ გავბედავ, უწმინდური ხელით ვასხურო

ზვარაკს ზედაშე სისხლიანი რომ ვლოცულობდე,

118

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!