30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

მყისვე მიუგო გმირს ნესტორმა გერენიელმა:

”ლაერტის ძეო, მძლე ოდისევს ჭკუაულევო!

145 ნუ წყრები! გაჩნდა მართლაც საქმე უცილობელი!

მოგვყევ და სხვებიც გავაღვიძოთ, ახლავე ყველამ

ხამს გადავწყვიტოთ, ვიბრძოლოთ, თუ გაქცევა გვმართებს!”

მყისვე შებრუნდა ოდისევსი ჭკუაულევი,

მხარზე მოიგდო უმალ ფარი და გმირებს გაჰყვა.

150 ნახეს ტიდიდი დიომედე, აბჯარასხმული

დაწოლილიყო კარვიდანს შორის.

თანამებრძოლთაც

იქვე ეძინათ, თავთით ფარი დაედოთ, შუბი

ტარით ჩაერჭოთ და სპილენძი შორს ციალებდა

ღამის წყვდიადში, როგორც ელვა მამა ზევსისა.

155 მებრძოლთ შუაში ქვეშაგებად ტიდიდს დაეგო

ველური ხარის ტყავი, თავქვეშ - ხალი ბრწყინვალე.

ახლოს მივიდა, აღვიძებდა გერენიელი,

ფეხიც კი წაჰკრ, აყვედრიდა დაურიდებლად:

”ტიდევსის ძეო, არხეინად მთელ ღამეს გძინავს,

160 დაგვიწყებია, რომ დაიპყრეს ტროელთ ზეგანი,

გემთან მოგვადგნენ, ვიწრო ზოლი გვყოფს ერთურთისგან”

ასე თქვა. გმირი სარეცლიდან წამოხტა მყისვე,

მოხუცს მიმართა საპასუხოდ ფრთიანი სიტყვით:

”მოუსვენარო, თავს არასდროს ანებებ შრომას!

165 განა არა გყავს აქაველი შენზე უმცროსი,

რომ შეჰფეროდეს რიგრიგობით ჩვენი თავმოყრა,

ბანაკში ძებნა დაუღლელი ვინმე ხარ მართლაც!”

მიუგო მოყმეს მხნე მხედარმა გერენიელმა:

”სამართლიანად, გონივრულად ამბობ, ძვირფასო.

170 შვილებიცა მყავს, მეომრებიც გარს მახვევიან,

შემეძლო სხვებიც მომეგზავნა თქვენს შესაკრებად.

მაგრამ სასტიკი ხვედრი ელის ახლა აქაველთ:

მახვილის წვერზე აწერია სპას ბედისწერა -

ან სამარცხვინოდ დამარცხება, ან გადარჩენა!

175 გასწი ფილევსის ძესთან ახლავ, მარდ აიანტთან

მოიხმე: შენ ხომ უმცროსიც ხარ და გეცოდები!”

მყისვე მოისხა ამ სიტყვაზე ყრმამ ლომის ტყავი,

მწითური, თხემით - კოჭებამდე, შუბს სტაცა ხელი.

სწრაფად წავიდა, გააღვიძა, უხმო ბელადებს.

180 როს მიაღწიეს ღამის გუშაგთ ერთად თავმოყრილთ,

მათს წინამძღოლებს, ნახეს, როდი დაეწყოთ თვლემა,

ფხიზლადვე ისხდნენ, აღჭურვილნი, აბჯარასხმულნი.

170

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!