30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

მიყარ-მოყარა ყველა ღმერთი. და მე მით უფრო

მერჩოდა, ალაბათ მომისროდა ზღვის ჯურღუმლისკენ.

ღმერთთა და კაცთა დედოფალმა ღამემ მიშველა.

260 მას შევეფარე. დაშოშმინდა ზევსი მრისხანე,

ვეღარ გაბედა ძალადობა წინაშე ღამის.

შენ კი მიბრძანებ, კვლავ საშიში საქმე ვიტვირთო”

მიუგო ჰერამ, დედოფალმა ხარისთვალებამ:

”ძილისშორისო, რად ეძლევი აბეზარ ფიქრებს

265 ნუთუ გგონია, ზევსი ტროელთ ისე დაიცავს,

როგორ ჰერაკლეს, საყვარელს ძეს, იცავდა იგი

მომყევ! სანაცვლოდ ქარიტს მოგცემ ნორჩსა და ნატიფს,

ბოლოს და ბოლოს მოეხვევი, ცოლად დაისვამ,

ვინც სიყვარულით აგაკვნესა - შენს პასითეას”.

270 ასე რომ უთხრა, სიხარულით შესძახა ძილმა:

”მაშ დაიფიცე სტიქსის წყალი, მოწყალე ღმერთო,

ხელით შეეხე, დედოფალო, მადლიან მიწას

და ზღვას კამკამას, დაე, ფიცის იყონ მოწმენი

ქვეშეთის ღმერთნიც, თანაარსნი ძველი კრონოსის,

275 შემფიცე, ცოლად რომ მარგუნებ ნორჩს, ნატიფ ქარიტს,

ვინც სიყვარულით ამაკვნესა - ჩემს პასითეას!”

თქვა და უსმინა თეთრხელება ქალღმერთმა ჰერამ.

ხელნი აღაპყრო ფიცი დასდო, ქვეშეთის ღმერთებს

მოუხმო, ქვეყნად ტიტანებად სახელდებულთა.

280 როგორც კი მორჩა ფიცს საშინელს, ორივ აფრინდა,

დათმეს სამანი ლემნოსისა, იმბროსის მხარე.

გარს ღრუბლის ფთილა მოეფინათ, სწრაფად მიქროდნენ.

წყალუხვი იდგა, ტყის ნადირთა დედა, იხილეს.

ლექტოსთან ზღვის ჭავლს რა გასცილდნენ, სამყაროს თავანს

285 გადაუქროლეს, ტერფით წვერებს არხევდნენ მუხის.

ერთურთს დასცილდნენ. ძილი კრონიდს ემალებოდა.

დიდ ნაძვზე დაჯდა, იდას მთაზე რომ აჭრილიყო,

ამაყი თავით ჰაერს ჰკვეთდა, ეთერს წვდებოდა.

თავს იფარავდა ძილი ნაძვის შავი ტოტებით.

290 ფრინველს ემსგავსა ხმაწკრიალას, მთების ბინადარს.

ღმერთნი ქალკიდად თვლიან იმ ჩიტს, კაცნი კიმინდად.

ჰერა ეწვია იდას მთაზე გარგაროსის თხემს.

იქ დაინახა იგი ზევსმა ღრუბელთმარეკმა.

და რა იხილა, სული შეძრა ძლიერმა ვნებამ

295 იმავ სახმილით, რითაც დატკბა პირველ ტრფობისას,

როს ეზიარა მშობელთაგან ფარულად ჰერას.

ცოლს შეეგება და სახელით მიმართა ზევსმა:

”ჰერავ, ოლიმპოს მწვერვალიდან ასე რად მოხველ,

ვერც ფეხმარდ რაშებს ვხედავ სადმე და ეტლიც არ ჩანს”

238

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!