30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

წაიღო, მისცა სკანდიაში გმირ ამფიდამანტს

კითერიელსა. მან საამო ძღვნად მისცა მოლოსს,

270 ხოლო მოლოსმა - ემრიონეს, მამაც ვაჟიშვილს.

ახლა ამ ზუჩმა დაამშვენა გმირი ოდისევს.

მათ საშინელი საჭურველი მსწრაფლ შეიმოსეს

და გაემართნენ. თავკაცები დატოვეს მარტო.

მათ მოუვლინა სასწაულად ათენამ წერო

275 გზიდან ხელმარჯვნივ. ვერ ხედავდნენ ღამის წყვდიადში

ფრთოსანს გმირები, მაგრამ მჟღერი ყივილი ესმათ.

იხარა ბრძენმა ოდისევსმა, ქალღმერთს შესძახა:

”მისმინე ზევსის მძლე ასულო, შენ მეგულები

შრომაში შემწედ, და ამიტომ შენგან არ ვფარავ,

280 რაც მიფიქრია. . . იყავ ახლაც კეთილმოწყალე!

კვლავ ხომალდისკენ დაგვაბრუნე ძლევამოსილნი,

ოდეს მოვრჩებით საქმეს, ტროელთ საბედისწეროს!’

ღმერთს შეევედრა დიომედეც, მძლე მეომარი:

”ო, მეც მისმინე, უძლეველო ზევსის ასულო!

285 მეყავ მეგზურად, როგორ ახლდი მამაჩემს ტიდევსს

თებე-ქალაქში. ასოპოსის პირას დასტოვა

გმირმა სპილენძისკვართიანი აქაველები,

რათა კადმოსელთ მოვლენოდა მშვიდობის ცნობით.

გზად კი სასმენად საზარელი რამ ჩაიდინა

290 და შენ, ქალღმერთო, შეეწიე, კეთილმოწყალევ!

ყავ სიყვარული და ბრძოლაში მეოხ-მეყავი!

ფართოშუბლიან და ბრწყინვალე მოზვერს გიზორავ,

ქედფიცხელს, კაცს რომ ჯერაც უღლით არ მოუხრია,

მსხვერპლად შეგწირავ ოქროცურვილ რქით დამშვენებულს”.

295 ასე ილოცეს და უსმინა ღმერთმა პალასმა.

როს დაამთავრეს ღაღადისი, ორივ გაიჭრა,

როგორც ლომები უკუნეთში, სიკვდილის ველზე

გადაიარეს სისხლის გუბე და გვამთა გროვა.

ამ დროს ჰექტორმა ტროელთ ძილის ნება არ დართო.

300 ბჭობად შეკრიბა თავკაცები კეთილშობილნი,

მოუხმო ყველას ერისმთავარს, ბრძენ მოთათბირეს.

და რა შეკრიბა, საზრიანი სიტყვა უბრძანა:

”დიადი განძის საფასურად ვინ დამპირდება

საქმეს მამაცურს ჯილდოს მართლაც მიიღებს მდიდრულს:

305 ეტლს და ამაყად ქედმორკალულ ფეხმარდ ულაყებს,

მჯობთა უმჯობესთ, რასაც ვნახავთ აქაველთ გემთან,

ვინც კი გაბედავს (ღმერთმა მისცეს დიდების ძალა!)

ღამის წყვდიადში ხომალდების ჩუმად დაზვერვას.

ისევ იქ დგანან დარანდული მძიმე გემები,

310 თუ აქაველნი, ჩვენი ძალით ღონემიხდილნი,

173

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!