30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

დამხვედურსა სძლიოს, დედის გული აავსოს ლხენით!”

თქვა და საყვარელ ცოლს გადასცა ძე სანუკვარი.

დედამ მიიკრა სურნელოვან მკერდზე პატარა

და ცრემლიანი იღიმოდა. მოლბა ჰექტორი,

485 ცოლს მოეხვია, ხელით ნაზად ეფერებოდა:

”ჩემო კეთილო, რად იკლავო გულს დარდით აგრე

ბედი თუ მწყალობს, ჰადესს ვერვინ ვერ გამაგზავნის.

მაგრამ ბედს ვერც ვინ გაექცევა მიწის შვილთაგან,

ქვეყნად შობილი, გინა მხდალი, გინა გულადი.

490 წა, საყვარელო, დამშვიდებით მიხედე ოჯახს,

ქსოვას და ქარგვას; მოახლენი დასაქმე შინა,

ბრძოლის საქმე კი მხოლოდ ჩვენი საზრუნავია -

ტროელ მამაცთა, და ყველაზე მეტად კი ჩემი!”

თქვა და აიღო ზუჩი გმირმა ჯავშანელვარემ.

495 ხოლო შინისკენ ადრომაქე წავიდა უბრად,

ხშირ-ხშირად უკუ მოხედავდა და ცრემლებს ღვრიდა.

მალე მიადგა თავის ბინას ლაღად აზიდულს,

კაცთამმუსვრელი ჰექტორის სახლს.

იქ დახვდა ბევრი

მოახლე თვისი და სატირლად აღაგზნო ყველა.

500 მათ ასე ცოცლად დაიტირეს გმირი ჰექტორი.

ფიქრობდნენ, რომ შინ სისხლიმღვრელი ბრძოლის ველიდან

ვეღარ მოვაო, ვერ წაუვა აქაველთ რისხვას.

პარისმაც აღარ დააყოვნა შინ, შეიმოსა

რვალმოოჭვილი დიდებული აბჯარ-ბექთარით.

505 სწრაფად გაიჭრა ფეხმარდობით იმედეული.

ზოგჯერ თვალშავი ცხენი, ქერით ნასათუთევი,

გაწყვეტს საბელს და მიქრის მძლავრი ფლოქვების ცემით,

სჩვევია ფართოდ მოჩუხჩუხე ნაკადში ცურვა,

ჭიხვინებს, ძლიერ ქედზე უცემს თავმოღერებულს

510 ხშირი ფაფარი, თვითონ ხარობს თვისი მშვენებით.

ფეხნი ფაშატთან, ნაცნობ ველთან მიაქროლებენ.

ასე პარისიც, პრიამოსის ძე, პერგამოსის

გზით მოდიოდა, მოელავდა, როგორც შუქურა,

მხიარული და მოამაყე, მალე მიუსწრო

515 ღვთაებრივ ჰექტორს, როს დატოვა ძმამ ის ადგილი,

სადაც ახლახანს ესაუბრა თვის ცოლს თვინიერს.

პირველად უთხრა ღვთაებრივმა ალექსანდროსმა:

”ალბათ დიდი ხნით დაგაყოვნე, ვერ მოვედ დროზე,

როგორც მიბრძანე, შეგაფერხე, დამაგვიანდა”

520 ჰრქვა და მიუგო მას ჰექტორმა ზუჩმოელვარემ:

”შე კაი კაცო! ალალმართალს ვის შეუძლია

ომში დაგცინოს: მებრძოლი ხარ მართლა მამაცი!

124

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!