30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

თქვა და უსმინეს გულისყურით, დაემორჩილნენ.

80 ღამის გუშაგთა დასს წარუძღვნენ აბჯარასხმულნი

ძე ნესტორისი - თრასიმედე, ლაშქართა მწყემსი,

ასკალაფოს და იალმენოს - არესის ძენი,

მხნე მერიონე, აფარევვსი, დეიპოროსი,

კრეიონტის ძე ლიკომედე, მძლე, ღვთაებრივი.

85 შვიდ მოყმეს მოჰყვნენ გუშაგები, თითოს ას-ასი,

ლაღად მოსდევნდნენ ჭაბუკები შუბშემართულნი.

მივიდნენ, დასხდნენ სანგარსა და გალავნის შუა,

ცეცხლი დაანთეს და სავახშმოდ იწყეს მზადება.

ატრიდმა უხმო აქაველთა ლაშქრის უხუცესთ

90 კარავში, ლხინი შესთავაზა გულის საამო.

მირთმეულ ნუგბარს გაუწვდინეს ხელი გმირებმა

და როს დაიცხრეს მათ შიმშილი სმითა და ჭამით,

თავდაპირველად წამოიწყო ნესტორმა სიტყვა,

ადრეც რომ მუდამ აზრის სიღრმით იყო რჩეული.

95 ასე ამბობდა და ურჩევდა ბრძენი მოხუცი:

”კაცთა მეუფევ აგამენონ, სახელმორჭმულო!

შენით დავიწყებ და შენითვე მოვრჩები სათქმელს:

მრავალი ხალხის ხელმწიფე ხარ, ზევსმა გარგუნა

კვერთხი, კანონ, სჭრი სამართალს, ხალხს აძლევ რჩევას.

100 შენ გევალება სიტყვის თქმაც და სიტყვის მოსმენაც,

უკეთუ კეთილს გეტყვის ვინმე გულის კარნახით,

მისი სრულყოფაც, თუნდაც შენ არ გევალებოდეს.

ახლა გაუწყებთ, რაც მოგინია დღეს უკეთესი.

იმაზე კარგი აზრი ფიქრად არვის მოუვა,

105 რაც გულში მიდევს აქამომდე სწორედ იმ დღიდან,

როცა შენ, მეფევ ღვთაებრივო, ბრისეს ასული

ძალით წაგლიჯე გმირ აქილევსს, რისხვით ანთებულს,

არ დაგვიჯერე! აგამენონ, რა არა ვცადე,

რომ ეს არ გექნა! მაგრამ გძლია სულწასულობამ.

110 უმამაცეს გმირს, უკვდავნიც რომ განადიდებენ,

ჯილდო წაჰგვარე, მაგრამ ახლა მაინც, მეფეო,

ერთდ ვიფიქროთ, ვით მოვალბოთ პელიდის გული,

საამო ძვენით, ალერსიან, მეგობრულ სიტყვით”.

მყისვე მიუგო ხალხთა მწყემსმა აგამენონმა:

115 ”მოხუცო, მცდარა როდი იტყვი ცოდვათა ჩემთა,

დიახ, შევცოდე! მაგრამ ღირს კი ერთ ხალხის ფასად

ერთი მოკვდავ, ზევსმა გულით ვინც შეიყვარა,

ვინც აღაზევა, ანაცვალა აქაველთ ტომი!

დიახ, შევცოდე, როს მივენდე გულს აღბორგებულს

120 და მზად ვარ თვითონ ვზღა ეს ცოდვა უზომო ძვენით.

აქვე ჩამოვთვლი ჩემს საბოძვარს ყველას წინაშე:

შვიდი სამფეხა, ათიც კიევ ოქროს ტალანტი,

152

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!