30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

520 და სიხარულით მიფრინავდნენ გემებისაკენ.

ამ დროს მეაბჯრემ ჰექტორისა, მხნე კებრიონტმა,

შენიშნა ტროელ სპათა რღვევა და გმირს მიმართა:

”ჰექტორ! ჩვენ როცა დანაელთა ფალანგებს ვუტევთ,

იქ, ველის კიდეს, სადაც ბრძოლა გაჩაღებულა,

525 ლაშქარი ღელავს, არეულა ცხენი თუ კაცი,

ტელამონიდი ავიწროვებს, ვცნობ სპათა ბელადს:

მას მხარს უმშვენებს ფარი თვისი უზარმაზარი.

შმაგი რაშები მივაგელვოთ, იქ უფრო მეტი

ქვეით-მხედართა ბრბო სასტიკად შერკინებულა,

530 ერთურთს ჩეხავენ და ყიჟინა ქუხს გამუდმებით”.

თქვა და მათრახი ფაფარაყრილ ცხენებს უცხუნა

ზუზუნით გმირმა კებრიონტმა, მორჩილნი რაშნი

მეომართ შორის მიფრინავდნენ მჩატე ეტლითურთ,

გვამნი, ფარები გადათქერეს, სისხლმა შეღება

535 ქვემოთ სპილენძის ღერძი, ზემოთ- ძარა ეტლისა.

სისხლს აშხეფებდა ეტლის თვალი, ცხენთა ფლოქვები.

მიისწრაფოდა პრიამიდი, რომ სპათა შორის

შთანთქმულს ლაშქარი გაეფანტა.

არივ-დარია

ჯარი და ოროლს მოსვენებას აღარ აძლევდა.

540 რიგდარიგ გაჰყვა და გააპო აქაველთ სპანი

შუბით, მახვილით და ვეება კლდის ნამსხვრევებით.

და მაინც თავი მოარიდა ტელეამონის ძეს:

გაახელებდა ზევსს, უმძლავრეს გმირს რომ შებმოდა.

მეუფე ზევსმა მოუვლინა შიში აიანტს,

545 შეკრთა, მოიგდო ზურგზე ფარი შვიდტყავიანი,

უკუმიიქცა, ვით ნადირი, თვალს აცეცებდა

და ფეხაკრეფით გაეცალა ნელ-ნელა ტროელთ.

ფეხმრუდ ხარების ფარეხიდან როცა ამაყ ლომს

სდევნიან გლეხნი გაბედულნი, ავი ძაღლები

550 არ ანებებენ მხეცს საქონელს გასატაცებლად,

ღამით ფხიზლობენ, ის კი ხარბად კვლავ ეტანება,

მაგრამ მშვინვარებს სულ ამაოდ, მოიერიშეს

გზას უღობავენ გლად კაცთა ხშირი შუბები,

ცეცხლმოდებული მუგუზლები და მათი შიშით

555 დილის რიჟრაჟზე იპარება გულდარდიანი.

ტელამონიდიც უკუიქცა გაოგნებული,

გმირს აშინებდა აქაველთა გემების ბედი.

ზანტი ვირი რომ ყანობირში შეეხეტება,

ბავშვებს სჯაბნის, ბევრი სახრე ემსხვრევა ფერდზე

560 და მაინც სძოვს მაღალ თაველს, მარდი ყმაწვილნი

ურყტამენ, მაგრამ რა ფასი აქვს მათს ბავშვურ ძალას!

193

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!