30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

გულს მოსწოლოდათ მწუხარება, რაკი ხედავდნენ

ტროელთა ლაშქრის გალავანთან ბრბოდ შემოსულს.

მათი ზეიმი ცრემლებს ჰგვრიდათ, სირცხვილს და სიკვდილს

ვერ ავიცდენთო. მაგრამ ღმერთი ქვეყნის მრყეველი

90 ანაზდად გაჩნდა, წამოშალა ფალანგნი სპათა.

პირველად ტევკროსს და ლეიტოსს მიადგა ღმერთი;

იქ - პენელეოსს, მამაც თოანტს და დეიპოროსს,

აქ - მერიონეს, ანტილოქოსს, ბრძოლანაცადებს

ფრთიანი სიტყვით მიმართავდა გასამხნევებლად:

95 ”ვაი, სირცხვილი, არგიველნო ჭაბუკნო!

მე ვთქვი,

რომ დაიცავდით მამაცურად ზღვად მცურავ გემებს!

მაგრამ თუ შიშით თქვენც ასპარეზს გამოქცევიხართ,

საბედისწერო დღ დამდგარა! გძლევენ ტროელნი!

ახა-ვაიმე! ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა,

100 რა სასწაული, რომ მეგონა არ მოხდებოდა:

ტროელნი გემებს თავს ესხმიან, წინათ დაზაფრულ

და მოცახცახე შვილებს ჰგავდნენ, უსიერ ტევრში

ფეხაკრეფილებს, ომისათვის არ გაჩენილებს,

საზრდოდ განწირულთ ტურა-მგელთა და ფოცხვერთათვის.

105 განა ტროელნი აქაველთა შიშით არ თრთოდნენ,

ვერ უდგებოდნენ წინ წამითაც მათს სიმამაცეს!

ახლა კი, დახეთ ციხიდან შორს, გემთან იბრძვიან!

მეფის საქციელს მოჰყვა ეს და სისუსტე ჯარის,

მბრძანებლის ჯიბრით რომ არ უნდა გემების დაცვა

110 და მტრის ალყაში დასაღუპად თავსაც იმეტებს!

გრცხვენოდეთ! თუნდაც დამნაშავე იყოს საშინლად

გმირი ატრიდი, თემისთავი აგამენონი,

თუნდ პელიდისთვის აეყაროს მართლაც პატივი,

ერთი წამითაც არ გმართებდათ უკან დახევა!

115 ჩვენც თავს ვუშველოთ: კეთილშობილ გულს ეშველება!

ზნეს სამამაცოს თქვენ ივიწყებთ, მთელს მხედრობაში

უმამაცესნი! მე თავს რისხვას არც დავატეხდი

მეომარს, თუკი მხდალია და გაურბის ბრძოლას,

მაგრამ თქვენს გამო აღშფოთებით შემეძრა სული!

120 ვაი-ბეჩავნო! თქვენ მოუტანთ ვაებას ყველას

ამ სიძაბუნით! გონს მოეგეთ, საით წაუხვალთ

სირცხვილს, ყვედრებას! გადამწყვეტი იწყება ბრძოლა!

ჰექტორი უკვე თავს დაესხა მაღალ ხომალდებს;

ბჭენი დალეწა, დაამტვრია საკლიტურები!”

125 ასე უხმო და გაამხნევა სპა აქაველთა.

აიანტებთან დადგნენ გმირნი კედლად შეკრულნი.

არესს, ათენას - სპათა განმწყობს როდი შეეძლოთ

შვება არ ეგრძნოთ მათი ნახვით: მძლე მეომართა

ფალანგი ტროელთ და ღვთაებრივ ჰექტორს ელოდა.

214

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!