30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

თუ უცდით, სანამ კარიბჭესთან მოიჭრებიან

ღვთიურ ჰექტორის დარი კაცი უკვე დაეცა -

ამაყი მოყმე ენეასი, ანქისის ვაჟი!

შევებათ, ბრძოლის ქარცეცხლიდან დავიხსნათ მოძმე!”

470 ასე თქვა. მებრძოლთ კვლავ შემატა ძალგულოვნება.

ჰექტორს მიმართა სარპედონმა მაშინ ვედრებით:

”გმირო, რა იქნა საამაყო სიმტკიცე შენი

მოკავშირეთა სპაც არ გსურდა, ამბობდი, ქალაქს

მარტოც დავიცავ, ძმა-სიძეთა ძალაც მყოფნისო.

475 აბა, მითხარი, სად არიან ვერც ერთს ვერ ვხედავ!

ომს გაურბიან, ვით ძაღლები ლომს გაშმაგებულს.

ჩვენ კი თავს ვსწირავთ, დახმარებაც ამასა ჰქვია!

შორიდან მოვედ მოკავშირედ, შენდა შემხიდედ,

შორს მეგულება ლიკია და ქსანთოს -მდინარე,

480 ცოლი იქ მივის საყვარელი, პატარა პირმშო,

განძი დიდძალი, უპოვარს რომ სიხარბეს მოჰგვრის.

მაგრამ ლიკიელთ წამოვყევი, ახლაც მზადა ვარ

შევება ვაჟკაცს, თუმც აქ არა მაბადია რა,

რომ ან წამგვარონ ან წამართვან აქაველებმა.

485 შენ კი არც იძვრი, მხედრობასაც არ მოუწოდებ,

რომ მტკიცედ იდგნენ და ცოლშვილი დაიცვან მედგრად.

ვინძლო არა გხვდეს მახე ყოვლის შემამთხვეველი,

შენც, შენიანნიც მტერს არ ერგოთ ტყვედ და ნადავლად!

მალე თქვენს მჭიდროდ დასახლებულ ქალაქს მოსპობენ!

490 ახლა ეს ფიქრი უნდა გქონდეს დღითა და ღამით,

ეაჯებოდე მოკავშირეთ, შორიელ მეფეთ,

დაეხსნან ქადილს და აღივსონ ბრძოლის წადილით!”

თქვა სარპედონმა და გაკენწლა ჰექტორის გული.

აბჯარასხმული დაქვეითდა გმირი ეტლიდან.

495 შუბი შემართა, დაიარა სწრაფად ლაშქარი,

გული აღაგზნო, მეომართა, გაჩაღდა ბრძოლა.

შემოუბრუნდნენ კვლავ აქაველთ ტროელთა სპანი.

არგიველები შემჭიდროვდნენ, როდი შემდრკალან.

გეგონებოდათ, ბრეს ფანტავსო კალოზე ქარი,

500 ალოობაზე მოსულაო ოქროსთმიანი

დემეტრე, ქარის სუთქვათ ხორბალს აცილებს ბრელოს

და თეთრად ველზე მიმოფენსო. . . სწორედ ასევე

თავით ფეხამდე აქაველნი გათეთრებულან:

ცას სპილენძისფერს ცხენთა ფლოქვით მოედო მტვერი,

505 როს მისაქციელს მიაღწიეს.

ეტლებს მხედრბი

ზედ ახეთქებდნენ მტრებს, სადავეს მართავდნენ მტკიცედ.

ბნელი მოჰფინა ველს არესმა, ტროელთა შემწემ,

მათ შორის მსრბოლი აპოლონის მიენდო ნებას -

102

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!