30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

მე მმორჩილებდეს, ვიქმ საქმესა დაუბრკოლებლად!

10 ვინც ღმერთთა შორის ჯანყს ისურვებს, უმალ გავიგებ.

ტროელთა, გინა დანაელთა შემწედ ჩასული

სირცხვილნაჭამი კვლავ ოლიმპოს დაუბრუნდება,

რათა იტანჯოს: ხელსა ვტაცებ, შთანვთქამ ტარტარში,

იქ, სად უღრმესი ჯურღმულია დედამიწის ქვეშ,

15 სად რკინის ბჭენი და სპილენძის ფილაქანია

ჰადეს შორს არის ტარტარიდან, ვით ცა-მიწიდან.

იქ იგრძნობს, ყველა ღმერთს რამდენად ვაჭარბებ ძალით!

გნებავთ, გაბედეთ და დარწმუნდით ყველანი, ღმერთნო:

მაღალ ზეციდან ახლავ ოქროს ჯაჭვს ჩამოვუშვებ,

20 რაც კი ღმერთია ოლიმპოზე, რაც კი ღმერთქალი,

ჩაებღაუჭეთ და ვერ შეძლებთ ზეცით მიწამდე,

წელში რომ გაწყდეთ, ჩაათრიოთ ზევსი ზესთამნე!

მე კი უკეთუ კეთილ მიჩანს თქვენი წათრევა,

დედამიწითურთ, და თვით ზღვითურთ ჯაჭვს ამოვზიდავ,

25 გარს შემოვახვევ ამ მარჯვენით ოლიმპოს მწვერვალს,

მთელი სამყარო ზედ უმწეოდ დაეკიდება,

ეგზომ ღმერთთა და ეგზომ კაცთა ვარ უზესთაეს!”

ასე ბრძანა და ღრმა დუმილი ჩამოდგა. ყველას

თავზარი დასცა, ისე მკაცრად ბრძანებდა ზევსი.

30 ბოლოს ათენამ, თვალმცეცხლიამ, მიმართა უფალს:

”ყოველისშემძლეო, მამა ზევსო, ზესთა მეუფევ!

ჩვენ კარგად ვიცით, ხარ მძლეთამძლე ძალისმხმეველი.

ოღონდაც გულით თანავუგრძნობთ მამაც დანაელთ,

თუ მათს სასტიკ ბედს აღასრულებს, ელით დაღუპვა,

35 მაგრამ ომში არ ჩავებმებით, თუ შენ გვიბრძანებ.

მხოლოდღა რჩევას მივცემთ მამაც არგიველ მოყმეთ,

რომ შენს მძვინვარე რისხვას ყველა თან არ გადაჰყვეს”.

გაუღიმა და უთხრა ზევსმა ღრუბელთმარეკმა:

”ნუ გეშინია, შვილო, მე ხომ არა გულისთქმით

40 მითქვამს, რაცა ვთქვი, მინდა შენი მოწყალე ვიყო!”

თქვა და შეაბა ეტლში რაშნი რვალისფეხება,

შმაგად მფრინავნი და მრხეველნი ოქროს ფაფართა.

თვითონაც ოქრო შეიმოსა, ოქროს მათრახი

ხელთ იპყრა, შედგა მოელვარე, ლაპლაპა ეტლზე.

45 ცხენნი მორჩილნი გააჭენა, სწრაფად გაფრინდნენ

მოლივლივენი ხომლიან ცას და მიწას შორის -

ნადირთა დედის, უხვწყლიან იდას მთისაკენ,

გარგაროსისკენ, სად ჭალა და ბომონი ჰქონდა.

იქ დააოკა ცხენნი კაცთა და ღმერთთა მამამ.

50 გამოხსნა და გარს მოახვია სქელი წყვდიადი.

თვით თხემზე დაჯდა სიდიადით განბრწყინებული,

137

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!