30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

მოდი, შევწყვიტოთ ხოცვა-ჟლეტა. როს განახლდება

30 კვლავ შერკინება, ნუმც დაცხრება, სანამ აღსასრულს

არ ნახავთ ტროის! რაკი უკვდავთ გულს ეამება

იავარყოფა, დაცალეწვა ამ ციხე-ბურჯის! ”

უმალ მიუგო თვალმცეცხლია ღმერთმა ათენამ:

”დე ასეც მოხდეს, მოისარო! ვფიქრობდი ასეც,

35 როს ოლიმპოდან აქაველთ და ტროელთ ვეწვიე.

მაგრამ მაუწყე, როგორ გინდა დააცხრო ბრძოლა”

ისევ მიუგო აპოლონმა შორსმოისარმა:

”ჰექტორს, ცხენთ მხენავს, სიმამაცე გულს ჩავუნერგოთ,

რომ გამოიხმოს დანაელი ვინმე ვაჟკაცი

40 შესარკინებლად და ფიცხელი ბრძოლა გამართოს.

მაშინ სპილენძისლეკვერთხიან აქაველთ სპანი

თვით მოუხმობენ, ვინც გმირ ჰექტორს შეერკინება”.

ასე უთხრა და დაეთანხმა მყისვე ათენა.

ამ დროს პრიამეს საყვარელმა ძემ ჰელენოსმა

45 იგრძნო, ღვთაებას მოთათბირეს რაცა ეწადა.

მიუახლოვდა და მიმართა ღვთაებრივ ჰექტორს:

”ჰექტორ, პრიამეს ძევს, გულისხმით ზევსის სადარო!

ხომ ერწმუნები გულმოდგინე ჩემს ნათათბირევს

ნება ყავ, დასხდნენ ტროელნი და აქაველები,

50 გამოიწვიე აქაველთა შორის მძლეთამძლე

და შეერკინე უმოწყალოდ, შეურიგებლად.

შენ ახლა ბედად დამარცხება არ გიწერია,

ასე გავიგე მარადუკვდავ ღმერთთა თათბირი!”

დიდად იხარა მისი სიტყვით გმირმა ჰექტორმა,

55 ტროელთ ფალანგებს გამოეყო, წინ გამოიჭრა.

ხელთ ეპყრა შუბი. სპა დაწყნარდა სულგანაბული,

აგამენონმაც შეაჩერა აქაველები.

ამ დროს ათენა, აპოლონიც შორსმოისარი,

ვით მარბიელი ორბები და ქორ-შევარდენნი,

60 ზევსის მუხაზე ჩამოსხდნენ და სპას შეხაროდნენ:

გუნდად და გუნდად ირხეოდნენ ხშირი რაზმები,

რისხვით ელავდნენ ჩაფხუტები, შუბ-ფარ-შიმშერი.

თითქოს აიჭრა ზეფიროსი, ზღვას დაუქროლა,

აათამაშა ზვირთთა ვარჯი, ჩაშავდა წყალი. . .

65 ასე ღელავდნენ აქაველთ და ტროელთ ლაშქარნი,

ველზე ისხდნენ და თან უსმენდნენ ჰექტორის სიტყვას:

”ყური მომაპყართ, ტროელნო და მძლე აქაველნო,

მინდა გაუწყოთ, რასაც მითქვამს გული:

პირობა

126

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!