30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ასე ამბობდა, განარისხა შმაგი მდინარე.

იმას ფიქრობდა, მძვინვარება როგორ დაეცხრო

აქილევსისა და ვით ეხსნა ტროელთ ლაშქარი.

პელიდმა შუბი მოიღერა, ასტეროპეოსს

140 მიეჭრა იგი, ანთებული მოკვლის წადილით,

პელეგონის ძეს. აქსიოსმა, მდორე დმინარემ

პერიბოიას ჩაუსახა იგი, როს ეტრფო

აკესამენოს მეფის უფროს ასულს მშვენიერს.

მისკენ მიქროდა, როცა გმირი ღრმა მდინარიდან

145 შესაგებებლად ორი შუბით გამოემართა.

მოყმეს ქსანოთის აქეზებდა, განრისხებული

ფართო მორევში ჩახოცილი გმირების გამო.

როგორც კი ერთურთს მებრძოლები მიუახლოვდნენ,

შესძახა გმირმა აქილევსმა თავდაპირველად:

150 ”ვინა ხარ, კაცო, შერკინებას რომ ბედავ ჩემთან

ჩემი გამოცდა მხოლოდ ბედკრულ შვილთა ხვედრია!”

მას უპასუხა მამაცმა ძემ პელეგონისა:

პელევსის ძეო, სულზვიადო, მოდგმას რად მკითხავ

ვერ შორეული, ნაყოფიერ პეონიიდან -

155 გრძელშუბიანთა პეონთ მეფე. თერთმეტი დილა

გამთენებია, რაც ვეწვიე ქალაქ ილიონს.

წინაპრად მივის აქსიოსი მდორედ მდინარე,

წყალმშვენიერი აქსიოსი, მომრწყველი მიწის.

მან შვა პელეგონ. მას, შუბოსანს, მე გავჩენივარ.

160 მაგრამ, აქილევს, კმარა, ერთურთს შევებათ, გმირო!”

ქადილით უთხრა. და შემართა მძლე აქილევსმა

პელიონური იფნის შუბი. მაგრამ ორივე

ოროლი სტყორცნა ორ-ორ შუბით მებრძოლმა მტერმა.

ერთი ფარს მოხვდა, თუმცა, შიგნით ვერ შეაღწია,

165 ოქრომ, ღვთაების ნაჩუქარმა, დააცხრო იგი.

მეორე შუბმა გაუქროლა მოყმეს იდაყვთან,

ხელი გაკენწლა, ამოხეთქა სისხლმა, ზურგს უკან

დაეჭდო შუბი, კაცის თეთრი ხორცის მოსურნე.

შემდეგ წრფივმფრენი იფნის შუბი სტყორცნა პელიდმა

170 ასტეროპეოსს, აღგზნებულმა მოკვლის სურვილით.

ვერ მოახვედრა, წყლის ნაპირად ჩეჭდო შუბი

უზარმაზარი, სანახევროდ ჩაიფლო კიდეც.

მყისვე პელიდმა ქარქაშიდან იშიშვლა ხმალი,

ჯიქურ მიიჭრა, მტერი ამ დროს იფანს ამაოდ

175 ეჭიდებოდა, ამოძრობა ეწადა მისი:

სამჯერ შეძრა და სამივეჯერ არ ეყო ძალა,

კლდეს ვერ მოგლიჯა.

მეოთხეჯერ დაეჯაჯგურა

341

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!