30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

თებეს მოვიდა კადმოსელთა მოდგმასთან ელჩად.

805 ვუბრძანე, მშვიდად ექეიფა მტრის სასახლეში.

მაგრამ სიშმაგე ნამაცური მიწყივ სჩვეოდა,

ბრძოლად იწვევდა და იოლად სძლევდა კადმოსელთ.

სწორედ ასეთი გმირთაგმირის შემწე ვიყავი!

შენც გეახლები და ყოველთვის გიცავ, გამხნევებ,

810 რომ გულმხნედ შეხვდე, შეერკინო ტროელთა ლაშქარს.

ან მაშვრალი ხარ და დაგიცხრა შმაგი გმირობა.

ან გძლევს სიმხდალე უსულგულო! და ამის შემდეგ

შვილი ხარ განა ტიდევსისა - ოინეიდის!”

ჰრქვა და მიუგო დიომედემ ძალისმხეველმა:

815 ”გიცან, ქალღმერთო, ეგიოხი ზევსის ასულო!

გულწრფელად გეტყვი ყოველივეს, არც რას დავფარავ:

არც დაღლილობა, არც სიმხდალე არ მთრგუნავს ახლა,

არამედ მახსოვს გარუვალი შენი ბრძანება:

არც ერთ ნეტარ ღმერთს არ შევება, გარდა ერთისა -

820 თუ ზევსის ასულ აფროდიტეს ომში ვიხილავ,

ბასრი სპილენძი წამახული ვაძგერო უმალ.

ამიტომ ვიხევ ახლა უკან, ყველა არგიველს

იგივე ვუთხარ, რომ სპას თავი აქ მოეყარა:

ვხედავ, არესი თვით წარმართავს ბრძოლის სადავეს!”

825 კვლავ გმირს მიმართა თვალმცეცხლია ღმერთმა ათნამ:

”გმირო ტიდიდო, დიომედევ, გულის რჩეულო!

ნურც არესს უფრთხი, და ნურც უკვდავს სხვას რომელიმეს,

თვით მე ვიქნები შენი შემწე, შენი შემხიდე!

მიეჭერ არესს მჟღერფეხება ცხენებით გულმხნედ,

830 შეხვდი, შეები, ნუ შეგაკრთობს მისი სიშმაგე,

თვით ამასწინათ მე აღმითქვა და ქალღმერთ ჰერას,

ტროელთ შებმოდა, მოვლენოდა შემწედ არგიველთ,

მაგრამ მათ უმტრო და კვლავ ტროელთ შველის ვერაგი!”

835 თქვა და სთენელოსს მყისვე ეტლი დაათმობინა,

თვითონ უბიძგა და მორჩილად ჩამოხტა მოყმეც.

დიომედესთან დადგა ეტლზე ქალღმერთი თვითონ,

ბრძოლით გზნებული,

მუხის ღერძმა დაიჭრიალა

მრისხანე ღმერთის და მამაცი მოყმის სიმძიმით.

840 ხელში მათრახი და სადავე იპყრა ათენამ

და არესისკენ გააქანა შმაგი ცხენები.

იგი პერიფანტს, ეტოლიელთ ბელადს თავს ადგა,

ძეს მხნეს და ძლიერს სახელოვან ოქესოსის,

სისხლიან არესს აეხადა აბჯარ-ბექთარი.

845 ჰადესის ზუჩი ჰქონდა ქალღმერთს, რომ ღმერთს არ ეცნო.

კაცთა მმუსვრელმა რომ იხილა მძლე დიომედე,

110

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!