30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

გადაგიხდიან შენი მეფურ კვერთხის მორჩილნი.

მყის შეასრულებს ნათქვამს, როცა შუღლს შეეშვები.

300 მაგრამ ატრიდი თუ ისევ გძულს და მისი ძღვენიც,

მაშინ სხვა მაინც შეიბრალე, სხვა აქაველნი,

ბანაკში სასოწარკვეთილნი, შეიწრებულნი!

მაშინ, ვით ღმერთი, სპათა შორის მოიხვეჭ სახელს!

სძლევ ჰექტორს, იგი მოგეჭრება, თავს გაუვიდა,

305 ისე მძვინვარებს! ტოლად არ თვლის არცერთ დანაელს,

ამდენი გემით რომ მოსულან მის შესახვედრად!’

ასე მოუბარს აქილევსმა უთხრა ფეხმარდმა:

”ლაერტის ძეო, ოდისევსო, ჭკუაულევო!

მინდა გაუწყო გულახდილად, რაც მიფიქრია.

310 სხვა რა ვიღონო, რომ შეწყვიტოთ ფუჭი ჭრიჭინი,

თავს რომ მაბეზრებს, ერთ სითყვას რომ მეორე მოსდევს

მე მძულს ატრიდი, ვით კარიბჭე ჯოჯოხეთისა;

სულში ერთს მალავს, ხოლო ბაგით მეორეს ამბობს.

პირდაპირ გეტყვით, რაც მგონია ახლა მთავარი:

315 ვერც აგამენონ, დანაელი ვერც სხვა რომელი

გულს ვერ მომილბობს! რა მადლობა ერგო იმ ვაჟკაცს,

ვინც მიწყივ ტროელთ სპას ებრძოდა მკლავმოუღლელი!

ერთი ფასი აქვს თქვენში მხდალსაც და მეომარსაც,

ერთი ფასი აქვს უსულგულოს და ძალგულოვანს,

320 ყველა ერთია - უქმად კვდება, თუ საქმე მოკლავს!

ჯილდოდ რა მერგო საიმისო, რაც იგრძნო გულმა,

როს მიწყივ სული დასაღუპად მემეტებოდა

ვით ჩიტი თავის ფრთაშეუსხამ, ღინღლიან ბარტყებს

საზრდოს ნისკარტით აძლევს, თავი არ ედარდება,

325 ისე რამდენი გამითენდა უძილო ღამე

და რამდენი დღე დამიღამდა სისხლიან ომში,

როს მამაცურად მტრის ფალანგებს ვერკინებოდი!

გემით მივადექ და თორმეტი ციხე დავლეწე,

ფეხით მივადექ და ავიღე ციხე თერთმეტი,

330 ყოველ ქალაქში ვპოვე განძი აურაცხელი

და რაც მოვხვეჭე, აგამენონს მივართვი ყველა.

ის კი გემებთან იყო ხოლმე, იღებდა ნადავლს,

ბევრს იტოვებდა თავისთვის და ცოტას გასცემდა.

რაც გასცა ჯილდო, ყველა გმირს და ყველა თემისთავს

335 შერჩა აქამდე. მხოლოდ მე ერთს აქაველთ შორის

წამგვარა ქალი სანუკვარი. დღეს მისით ტკბება

ავხორცი მეფე! რად ებრძვიან მტერს არგიველნი

რისთვის შეკრიბა ეს მხედრობა აგამენონმა

ლამაზთმიანი ელენესთვის შეკრიბა განა

340 ნუთუ ცოლები უცოდველნი მიწიერთ შორის

მხოლოდ ატრევსის ძეებს უყვართ ქველი ვაჟაცი

157

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!