30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

325 როს ახლო-მახლო მათი მწყემსი არ ეგულებათ,

ისე გაფანტა აქაველნი, მოჰგვარა ძრწოლა

მათს გულებს ღმერთმა, ხოლო ჰექტორს - ძლევა-დიდება.

მებრძოლი მებრძოლს შეერკინა სასტიკ ბრძოლაში.

სტიქიოს დასცა ჰექტორმა და არკესილაოს.

330 ერთი -რვალმოსილ ბეოტიელთ ჯარის ბელადი,

მეორე - სანდო მეგობარი მენესთევსისა.

რვალს შეეწირნენ ენეასის მედონტ, იასოს.

მედონტი იყო ბუში ღმრთეებრ ოილევსისა,

ოილიადი აიანტის ძმა უმრწემესი.

335 შორს, ფილაკეში, ყრმა მას შემდეგ გადახვეწილა,

რაც დედინაცვლის ძმა მოუკლავს - ერიოპისის.

იასოსი კი ათენელთა იყო ბელადი,

ძედ სფელოსისა წოდებული, ბუკოლიონის.

პოლიტემ დასცა ექიოსი, პულიდამანტმა

340 მოკლა მეკისტე, აგენორმა კი - კლონიოსი.

პარისმა ახლოს გარბენილი დეიოქოსი

დასცა და რვალმა გაატანა მეორე მხარეს.

ტროელნი მოკლულთ რომ ძარცვავდნენ, შეშინებული

აქაველები იმ დროს ირგვლივ მიმოიფანტნენ

345 და სანგარს გაღმა გზას ეძებდნენ გადასარჩენად.

ომახიანი ხმით ჰექტორი ეტყოდა ტროელთ:

”გემებს დაჰკარით, ჯერ მოეშვით სისხლიან ნადავლს.

თუკი შევნიშნავ ვისმე ლტოლვილს ხომალდებიდან,

იქვე დავამხობ! უბედურის ცხედარს, ცხადია,

350 ცეცხლს ვერ მისცემენ ვერცა ძმები და ვეღარც დები,

არამედ ძაღლთა ხროვა დაგლეჯს ქალაქის ბჭესთნ!”

თქვა და მათრახი დასცხო ცხენებს, უმალ გაფრინდა,

ტროელთ ყიჟინით ამხნევებდა და ღრიანცელით

მიჰყვნენ წინამძღოლს მხედრები და სწრაფი ეტლები

355 საზარ გრუხუნით. აპოლონმა სპათა წინაშე

სანგრის ნაპირი მყის ტერფებით ჩამოანგრია,

თხრილში ჩაყარა, გაუკვალა ლაშქარს სავალი

ისე ფართო და ისე ვრცელი, რასაც გაიფრენს

შუბი, თუ კაცი შორს გასტყორცნის ძალის სასინჯად.

360 იქით გაიჭრნენ ფალანგები, წინ - აპოლონი,

თვის აიგიდით მოკაშკაშე. დასცა ბურჯები

ისე იოლად, ვით ყმაწვილი გაფანტავს ქვიშას.

როცა ზღვის პირას სათამაშოს რასმე აკეთებს,

შემდეგ ფეხსა ჰკრავს, თავსი ხუხულას გაფანტავს ანცი.

365 ასე, ფოიბოს, არგიველთა ნაშრომ-ნაღვაწი

შენ დააქციე და სილტოლვად მიმართე სპანი!

გემებთან ახლოს შედგნენ ბოლოს, კვლავ შემჭიდროვდნენ

252

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!