30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

730 ასე ტროელნიც თავიდანვე ჯგროდ გაედევნენ,

ხმლებს უღრებდნენ და წამახულ შუბებს ზურგსუკან,

მაგრამ თუ წამით შედგებოდნენ აიანტები,

ფერსა ჰკარგავდნენ და ვერც ერთი ვერა ბედავდა

ფეხი გაედგა და ებრძოლა პატროკლესათვის.

735 ასე გაჰქონდათ გულმოდგინედ აქაველთ გვამი -

ფარო გემები სადგომისკენ.

მათს უკან ბრძოლა

კვლავ ენთო, როგორც ცეცხლის ქალაქს წაკიდებული,

უცბად იფეთქებს, ნთქავს ყველაფერს, ამხობს შენობებს,

ქარი აღვივებს და გუგუნებს მძლავრი ხანძარი.

740 ასევე ცხენებს და მეომრებს რვალშემოსილებს

მისდევდა ბრძოლის ნიაღვარი და ხმა ფეხდაფეხ.

უღელს შებმული, ძალმოსილი მარჯვე ჯორები

ღარტაფებიდან, ქვა-ღორღიან გზაზე გემის მორს,

ვეება ანძას მოათრევენ მოწადინებით,

745 ნაჯაფარნი და ნაოფლარნი ეშურებიან,

ასე მიჰქონდათ გმირებს გვამი, ხოლო მათს უკან

იგერიებდნენ მტერს მამაცი აიანტები.

ტყიანი ბორცვი წყალს შეხვდება აბობოქრებულს,

მთის მდინარეებს, მძვინვარებას ზვიად ზვირთების,

750 შეატორტმანებს, შეაკავებს და უკუაგდებს

მინდორ-ვაკისკენ. მას ვერ ანგრევს მდინარის ძალა.

აიანტებიც ტროელთ ასე იგერიებდნენ.

მაგრამ უტევდნენ მაინც მტრები.

განსაკუთრებით

ორი - ჰექტორი რვალმოსილი და ენეასი

755 შეშინებული შოშიების, ჭკების ღრუბელი

მიჰქრის განწირულ ჟრიამულით, როს თვალს მოჰკრავენ

ქორს, საშინელი სიკვდილით რომ დამუქრებია.

ასე ენაეასს და გმირ ჰექტორს ყრმა აქაველნი

შეძრწუნებულნი გაურბოდნენ, დაჰკარგეს სიმხნე

760 თორნი სანგარს და შემოგარენს შემორჩა ბევრი,

მაგრამ საბრძოლო ქარიშხალი არა ცხრებოდა.

ქება მეთვრამეტე

საჭურველის გაჭედვა

ასე იბრძოდნენ ალანძულნი, როგორც ხანძარი.

ანტილოქოსი კი პელიდთან მიქროდა ცნობით.

მარტო იხილა ბასრჭვინტიან გემებთან გმირი,

300

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!