30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

მაგრამ მამაცთა შორის ასე ბრძანა პელიდმა:

890 ”ატრიდო, ვიცით, რომ შენ ყველას აღემატები,

შუბოსნობითაც და ძალითაც წარჩინებული.

მიიღე ჯილდო, დაუბრუნდი შენს ნავ-ხომალდებს,

ხოლო ეს შუბი მერიონეს მივცეთ, თუ შენს გულს

გაეხარდება,

მე კი ასე მგონია სწორი”.

895 თქვა და უარი როდი უთქვამს მძლე აგამემნონს.

შუბი მიღო მერიონემ, ხოლო ატრიდმა

ჯილდო გადასცა ტალთიბიოსს, ღირსეულ მაცნეს.

ქება ოცდამეოთხე

ჰექტორის გამოსყიდვა

კრება დაშალეს. სპა კარვებს და გემებს მოედო.

ყველა ჩქარობდა დანაყრებას ნოყიერ ვახშმით,

საამო ძილით. აქილევსი კვლავ ქვითინედა,

კვლავ იგონებდა ტკბილ მეგობარს და მის თვალს რული

5 არ მიეკარა.

ტრიალებდა საწოლზე დიდხანს,

პატროკლეს სიმხნეს იხსენებდა, სულს ამაღლებულს.

რამდენი ბრძოლა და რა ჯაფა გადახდენიათ,

როს მტერს ეკვეთნენ, როს იგემეს ზღვის მძვინვარება!

აგონდებოდა ეს და ღვრიდა მხურვალე ცრემლებს.

10 ხან მხართეძოზე, ხან პირაღმა, ხან პირქვე იწვა,

სახით ეკვროდა სველს სასთუმალს.

ბოლოს წამოდგა

და სევდიანი გაჰყვა ნაპირს.

იქ განთიადსაც

შეხვდა, ძოწისფრად ხმელეთის და ზღვის გამნათებელს.

მყისვე შეკაზმა და შეაბა ფეხმარდი ცხენნი

15 და სათრეველად ეტლს მიაბა გვამი ჰექტორის.

შემოუარა სამჯერ საფლავს მენეტიდისა,

ბოლოს დაწყნარდა თავის კარავში, გვამი დააგდო

პირქვე განრთხმული.

მაგრამ მკვდარსაც აპოლონ ღმერთი

ვნებას თავიდან აცილებდა, მკვდარსაც სწყალობდა.

20 მის სხეულს ოქროს აიგიდით ფარავდა სულ მთლად,

რომ ნაგვემ-ნათრევს კვალი რამე არ დასტყობოდა.

386

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!