30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ქსანთოსის, ზევსის გაჩენილ წყალუხვ მდინარის,

ქველისმოქმედი ჰერმეს სწრაფად გაჩნდა ოლიმპოს.

695 ოქროს სამოსით მოეფინა ეოსი მიწას.

ილიონისკენ პრიამოსი დაოთხილ ცხენებს

მიაქროლებდა მოქვითინე, მიჰყავდა შვილი.

ვერვინ იცნო ტროლეთა და ტროელ ქალთაგან

აფროდიტეს სწორ კასანდრაზე უადრეს იგი.

700 კოშკზე ავიდა პერგამოსის, ეტლში იხილა

სახე მამისა და ხმამჭექარ ტროელი მაცნის.

შემდეგ ცხედარიც სარეცელზე შენიშნა ძმისა,

ქალაქს მოჰფინა გულსაკლავი გლოვა-გოდება:

”ტროლენო ქალნო, ტროელებო, მოდით, შეხედეთ

750 ჰექტორს, ადრე რომ შეფრფინვიდით ბრძოლიდან მოსულს,

ჩვენი ქალაქის, ჩვენი ხალხის სიხარულს დიადს!’

ასე გოდებდა. ილიონში კაცი ან ქალი

არ დარჩა, რომ არ შეემუსრა დარდს ენით უთქმელს.

ყველა მოაწყდა შესახვედრად მაღალ კარიბჭეს.

710 ყველაზე უწინ ახალგაზრდა ცოლი და დედა

თმა-ღაწვის ხოკვით ზედ დაემხნენ გიჟივით ცხედარს.

მკერდზე მიიკრეს მისი თავი. ტიროდნენ სხვებიც.

ალბათ, მთელი დღე, ელვარე მზის ჩასვენებამდე,

კარიბჭის გარეთ იგლოვებდა ხალხი გმირ ჰექტორს,

715 რომ მოხუც მეფეს ეტლიდანვე არ შეეძახა:

”გზა, მეგობრებო! შეიტანონ ტროას ცხეარი,

გული იჯერეთ, როცა სახლში მიასვენებენ!”

ასე თქვა.

ხალხმაც გაიწია და გზა დაუთმო.

შინ მიიტანეს, სარეცელზე დადეს სხეული.

720 მოზარენი და მოტირალნი ცხედართან ახლოს

იდგნენ, ჰგოდებდნენ გულში ჩამწვდომ ჰანგით საგლოველს,

ხოლო დიაცნი მოსძახოდნენ გულამოხვინჩევით.

ჯერ ანდრომაქემ, ახალგაზრდამ ცოლმა დაიწყო

მოთქმა,

თან გულში იხუტებდა ჰექტორს კაცთამჟლეტს:

725 ”ადრე წამიხვედ, ჩემო ქმარო, ადრე დამაგდე

ქვრივად, ადრე ძეც დამიობლე, ჯერაც უენო,

ვისაც სიცოცხლე მივანიჭეთ ჩვენ, ბედშავებმა!

ვერ მოესწრება სიჭაბუკეს! მანამდე ტროა

გაცამტვერდება: აღარ ჰყავხარ შემწე ფხიზელი,

730 ქალაქის მცველი და ქომაგი ქალთა და ჩვილთა!

მალე ტყვედქმნილებს წაათრევენ ღრმა ხომალდებით,

მეც უცილობლად, შენც აგრეთვე, შვილო ბედკრულო!

ქანცმილეული სამარცხვინო შრომით და ჯაფით

403

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!