30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

დაფარვოდათ მიწით ფლოქვები.

მწუხარე რაშნი შეეწყალა ზევსს, სინანულით

სულთქნა და თავი გაიქნია, გულში გაივლო:

”ვაგლახ, ბედკრულნო, რდ მიგეცით თმისთავს პელევსს,

მოკვდავს რად ერგეთ უკვდავნი და უბერებელნი

445 განა რომ გეგრძნოთ დარდი ბედშავ ადამიანთა

ადამიანზე უბედური არა არის რა

ქვეყნად არსება მშვენიერი, მიწად მეთრევი.

მაგრამ ნუ დარდობთ: თქვენ ბრწყინვალე ეტლში ჰექტორი

ვერ გაგაჩენებთ მოზეიმე, მე არ მსურს ესა!

450 განა არ კმარა აქილევსის აბჯრით რომ ზვაობს

მუხლში ჩაგიდგამთ ძალასა და გულში - სიმტკიცეს.

ატომედონტი გააშორეთ ბრძოლას უვნებლად.

ხოლო ტროელებს მივანიჭებ ისევ დიდებას,

დე, მოსპონ სპანი, სანამ მივლენ ნავ-ხომალდებთან.

455 მაშინ მზეც ჩავა და წყვდიადი დადგება ღამის”.

ბრძანა და ცხენებს უძლეველი ძალა შთაბერა.

მათ შეიფერთხეს ძირს დათრეულ ფაფარზე მტვერი.

მყის გააქროლეს სწრაფი ეტლი ორ ლაშქარს შორის.

ავტომედონტი მეგობარზე დამწუხრებული

460 მტრის ბედაურებს დაერია, ვით ქორი ღერღეტს.

სწრაფად ილტვოდა გაშმაგებულ ტროელთ ლაშქრიდან,

სწრაფად მისდევდა უკუქცეულ ტროელთა ლაშქარს.

მაგრამ მდევარი დევნილს ვეღარ ერკინებოდა:

დიდებულ ეტლზე მარტო შთნილს როდი შეეძლო

465 შუბიც ეტყორცნა, მოეთოკა მარდი ცხენებიც.

ამ დროს შენიშნა მეომარი ალკიმედონტმა -

აიმონიდი ლაერკევსის შვილმა უებრომ.

მიუახლოვდა და შესძახა ქველ ავტომედონტს:

”ავტომედონტო, ღმერთთა შორის ამაო რჩევა

470 რომელმა მოგცა და წაგართვა აზრი მართალი

ტროელთ რად ებრძვი მარტოხელა მოძმე მოგიკლეს,

მისგან ახსნილი აბჯრით ზვაობს გმირი ჰექტორი,

მკერდზე აუსხამს ეაკიდის მძლე საჭურველი!”

მოხედა, უთხრა დიორიდმა ავომედონტმა:

475 ”აქაველთ შორის, ელკიმედონტ, შენებრ ვის ძალუძს

უკვდავ მერანთა მოთოკვაც და გამძვინვარებაც

სანამ ცოცხლობდა, მენეტიდი მხედრის ხელობით

ღვთის ტოლი იყო, მაგრამ სიკვდილს ვერ კი გაექცა!

მოდი, ხელთ იპყარ, საყვარელო, ცხენთა სადავე,

480 მე ეტლს დავტოვებს, რომ მძვინვარედ მტერს შევერკინო!’

ასე თქვა.

ეტლზე შედგა მყისვე ალიმედონტი,

293

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!