30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

როცა იჯერეს გული, როცა დაცხრა შიმშილი,

პირველად იწყო სჯა-ბაასი ბრძენმა ნესტორმა,

325 ადრეც რჩეულმა სიბრძნით და მჭერმვეტყველებით.

კეთილმზრახველი გმირი ასე ურჩევდა კრებულს:

”ატრიდო, და თქვენც - აქაველთა მხედართმთავარნო!

ბევრი დაეცა აქაველი რვალმშვენიერი,

ვისაც არესმა სკამანდროსის სანაპირონი

330 დაალტობინა სისხლით. ჰადესს შთანთქა სულები.

სისხამ დილაზე ხამს შესწყვიტონ ბრძოლა აქაველთ.

ჩვენც გულმოდგინედ გმირთა გვამნი ასპარეზიდან

გამოვიტანოთ საზიდრებით, ერთად ცეცხლს მივცეთ,

ნავ-ხომალდებთან, რომ მამათა ძვლები შვილებმა

335 შინ წაასვენონ, როს სამშობლო მხარეში მივლენ.

შემდეგ აღვმართოთ ყველასათვის ერთი ტაგრუცი,

იქვე ავაგოთ გალავანი, კოშკი მაღალი,

რომ საიმედო კედლად გვექცეს ჩვენ და ხომალდებს.

ბჭე გავუმაგროთ მტკიცედ შეკრულ საკლიტურებით,

340 ეტლებს და ცხენებს დავუტოვოთ გზა გასასვლელი,

შემდეგ გალავნის გარეთ ფართო სანგარი გავჭრათ,

გარს შემოვარტყათ, რომ ცხენოსნებს, გინდა ქვეითებს

გზა შეუშალოს, თუ ტროელთა სპას თავს დაგვესხმის”.

ასე თქვა. ყველამ მოიწონა მოხუცის რჩევა.

345 ტროელნიც ამ დროს ილიონს ბექობზე იდგნენ,

ხმამაღლა ბჭობდნენ პრიამოსის სასახლის ახლოს.

იწყო თათბირი ანტენორმა თავდაპირველად:

”ტროელთა სპანო, დარდანელნო, მოკავშირენო!

ყურნი მომაპყართ, გეტყვით, რასაც მითქვამს ეს გული.

350 ახლავ გადაწყდეს - არგიველი ელენე მივცეთ

სხვა განძთან ერთად კვლავ ატრიდებს. გავტეხეთ ფიცი

და ვერაგულად ვიბრძვით. მჯერა, რომ სასიკეთოს

ვერას ვეწევით, სანამ, რაც ვთქვი, არ ასრულდება”.

თქვა და ჩამოჯდა. ღმრთის სადარი ვაჟკაცი ადგა -

355 ალექსანდროსი, თმამშვენიერ ელენეს ქმარი.

ფრთიანი სიტყვა მიაგება მან მეყსეულად:

”ანტენორ, სიტყვა გითქვამს ჩემთვის მიუღებელი!

სჯობდა სხვა რჩევა რამ კეთილი გესურვებინა!

თუკი რაც ბრძანე, წრფელი გულით იყო ნათქვამი,

360 შენი გონება, ვეჭვობ, ღმერთებს მიუტაცნიათ!

ტროელთა, ცხენთა მომთოკველთა წინაშე წრფელად

ვიტყვი: ვერ დავთმობ ჩემს მეუღლეს დალალმშვენიერს!

ხოლო საუნჯე, არგოსიდან რაც მოვიტანე,

მზადა ვარ გავცე, საკუთარიც დავურთო უხვად!”

365 თქვა და ჩამოჯდა. მაშინ ადგა ტროელთ წინაშე

133

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!