30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ხოლო პელიდი მულიონთან მიიჭრა მყისვე,

ყურში სცა შუბი, მეორე მხრივ გავიდა წვერი.

შემდეგ ექეკლოსს, აგენორის ძეს თავისქალა

475 შუა გაუპო ორლესულით გრძელვადიანით.

სისხლმა გაათბო, გაახურა ხმალი. ექეკლოსს

თვალი დაუვსო სიკვდილმა და საზარმა წერამ.

დევკალიონი სძლია; მოყმეს მოხრილ იდაყვთან

სადაც ძარღვები იბურცება, ხელი გაუპო

480 ბასრმა ოროლმა, მოეჩვენა უმწეოდ მკლავი,

იგრძნო სიკვდილის სიახლოვე,

თავი მოსხიპეს,

რვალის ჩაჩქანი შეტორტმანდა, აჩეხილ ძვლიდან

ტვინი დაინთხა, ძირს დაემხო უთავო გვამი.

არ დააყოვნა, პეირევსის ძეს რიგმოსს მისწვდა,

485 ნაყოფიერი თრაკიიდან ტროაში მოსულს,

ოროლი ჩასცა, ჩაიძირა მუცელში რვალი,

მოყმე ეტლიდან ჩამოვარდა. არეითოოსს,

ცხენნი რომ უკან მოაბრუნა, მხარში ჰკრა შუბი,

ისიც დაამხო. შიშით გვერდზე გახტნენ ცხენები.

490 როგორ მძვინვარებს საშინელი ხანძარი ტევრში,

მთების ფერდობზე და გიზგიზებს ტყე უსიერი,

გრიგალი გრგვინავს, ყოვლის შთანთქმელ ალს აბრიალებს,

ისე დაჰქროდა გმირი შუბით, ვით დაიმონი.

სდევდა, ჩეხავდა, ირწყვებოდა სისხლით მინდორი.

495 შუბლმაგარ ხარებს რომ შეაბამს კევრში სოფლელი,

ფართოდ გადაშლილ და მოთეთრო ქერის კალოზე,

სწრაფად იფშხვნება თავთუხები ხარის ფერხთა ქვეშ.

ასევ ფლოქვებდაჭედილი გმირის ცხენები

თქერავდნენ გვამებს, ფარს და ჩაჩქნებს, სისხლმა შეღება

500 სპილენძის ღერძიც და მაღალი კამარაც ეტლის.

ვით წვიმის შხეფი, ცხენთა ფლოქვებს, გაშმაგებულ თვლებს

სისხლი სწყდებოდა წინწკლებივით.

დიდება სურდა

მამაც აქილევსს და მკლავს სისხლით ღებავდა წითლად.

ქება ოცდამეერთე

ბრძოლა მდინარის ნაპირებთან

ის იყო, ფონი დაიგულეს ვერცხლისტალღიან

ქსანთოს-მდინარის, ზევსის მიერ უკვდავად ქმნილის,

რომ შუა გაჭრა მტრის სპა გმირმა, ზოგი განდევნა

337

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!