30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

890 ოლიმპოს მკვიდრთა შორის მძულხარ ყველაზე მეტად:

შენ მხოლოდ შუღლი, მხოლოდ მტრობა და ბრძოლა გატკბობს!

დედის სული გაქვს - მიწყივ ჭინჭყლი და ჭირვეული,

ჰერასი!

მას ხომ სისტყვით ძლივსღა მეც ვიმორჩილებ!

ახლაც, ვეჭვ, მისმა ჩაგონებამ შეგრძრა ტკივილით!

895 მაგრამ არ ძალმიძს კვლავ გიყურო ასე წამებულს,

შენ ხომ შვილი ხარ ჩემი, დედამ შენ ჩემგან გშობა.

სხვისი რომ იყო, გულბოროტო, დიდი ხნის წინათ

ურანიდებთან ჯოჯოხეთში გადაგკარგავდი!”

თქვა და უბრძანა აქიმობა პეანს კრონიდმა.

900 მან მალამოთი დაუმატა ტკივილი არესს,

განკურნა ღმერთი სიკვდილისთვის არგაჩენილი.

როგორც თეთრ რძეში გაერევა ლეღვის ნაჟური

და როგორც სწრაფა იდღვიბება, დედდება ხოლმე,

ისევე სწრაფად მოარჩინა პეანმა ღმერთი.

905 ჰებემ განბანა და შემოსა.

დაჯდა არესი

ზევსის მახლობლად, მოამაყე თვისი დიდებით.

იმ დროს კრონიდის სავანეში დაბრუნდნენ კიდეც

არგიველთ ჰერა და ათენა ალალკომენე.

ასე დათრგუნეს ღმერთი არეს - კაცთა მმუსვრელი.

ქება მეექვსე

ჰექტორისა და ანდრომაქეს შეხვედრა

უკვდავთ დატოვეს ტროელთა და აქაველთ ბრძოლა,

მაგრამ აქა-იქ ისევ ენთო ომის სახმილი

და კვლავ უტევდნენ სპანი ერთურთს ბასრი შუბებით

სიმოეისის და ქსანთოსის სანაპიროზე.

5 ჯერ აიანტმა, აქაველთა ბურჯმა, გააპო

ტროელთ ფალანგნი და მოჰფინა ხალხს შუქი შვების,

როს თრაკიელთ შორის დასცა უმამაცესი

ევსოროსის ძე აკამანტი ძალისმხმეველი.

ცხენისძუიან მუზარადში დასცა სპილენძი

10 და გაატანა შუბისწვერმა ძვლებში ხრიალით,

შავი წყვდიადი მოკლულს თვალზე გადაეფარა.

აქსილოს დასცა დიმედემ კეთილშობილმა,

ძე ტევთრანისა არისბეში ცხოვრობდა იგი,

112

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!