30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

დიდების ჟინმა სარეცელი დაათმობინა

მას საქორწინო, გაემართა თორმეტი გემით,

მაგრამ დატოვა პერკოტეში სწრაფი ხომალდნი.

230 ფეხით გაუდგა რაზმთან ერთად გზას ტროასაკენ.

ახლა სწორედ ის შეეტაკა პირველად ატრიდს.

როგორც კი ერთურთს მეომარნი მიუახლოვდნენ,

სტყორცნა ატრიდმა, გაუქროლა შუბმა მოშუღარს,

ხოლო ტროელმა სარტყლის ქვემოთ მოარტყა შუბი,

235 მძლავრად დააწვა შუბისტარსა, ძალაც ერჩოდა,

მაგრამ ამაოდ შეეჭიდა მოოჭვილ ქამარს,

ვერცხლმა გაღუნა შუბისწვერი, ვით რბილი ბრპენი.

აგამენონმა მყის უტაცა ხელი შუბისტარს,

გამძვინვარებით გამოგლიჯა, ვით მძლავრმა ლომმა,

240 ქედზე მახვილი დაჰკრა, მყისვე ძირს დაანარცხა.

მიწას განრთხმულმა მიიძინა სპილენძის ძილით.

საბრალო, იგი სხვებს იცავდა, ცოლი კი დათმო,

ალერსიც კი არ ღირსებია. უძღვნა ბევრი რამ -

ასი მოზვერი მოულალა, დაპირდა ნობათს -

245 კიდევ ათას თხას და ტარიგებს ურიცხვ ფარიდან.

მაგრამ ატრიდმა ტანშიშველი დატოვა მტვერში,

ძლეულს აართვა საჭურველი და თან წაიღო.

კოონტმა მოჰკრა თვალი ატრიდს, მძლე მოემარმა,

უფროსმა ვაჟმა ანტენორის. გული მოუკვდა,

250 თვალთ დაუბნელდა, ძმა რომ ნახა მიწას განრთხმული.

შეუმჩნეველად მიეპარა გვერდიდან ატრიდს,

შუბი აძგერა და იდაყვთან დაჰკრა ბუნიკი,

ხელი გაუპო გმირს ელვარე ილეკროს წვერმა.

შიშის ციებამ აათრთოლა აგამენონი,

255 მაგრამ არ დათმო ბრძოლის ველი, კოონტს მიეჭრა,

მრისხანედ შუბი მოუღერა - ქარში ნაზარდი.

კოონტი ამ დროს გულმოდგინედ თავის საყვარელ ძმას

ფეხში სწვდომოდა, მოუხმობდა საშველად მოძმეთ

და მიათრევადა უზარმარზარ ფარს მინდობილი.

260 ბოძალი დასცა წამახული მოყმეს ატრიდმა

და მიაყოლა იფიდამანტს, წააძრო თავი.

ასეთი მწარე ხვედრი ერთოთ ატრიდის ხელით

ანტენორის ძეთ და ჰადესის მღვიმეს შთაინთქნენ.

ის კი, ძლიერი, დაერია სხვა ტროელებსაც,

265 შუბი აძგერა, ხმლით აჩეხა, ლოდით გააპო.

მჩქეფარე სისხლი კვლავ სდიოდა ახალ იარას.

ჭრილობა შეშრა, შავი სისხლი როცა შედედდა,

მწველმა ტკივილმა შეძრა გმირი ატრიდის სული.

ვით მშობიარეს წეწავს ხოლმე ბასრი ისრები,

270 ელეითიებს - ჰერას ასულთ მზად რომ აქვთ ხოლმე

186

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!