30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

470 ”პულიდამანტო, მითხარი მაინც, პროთოენორის

სანაცვლოდ სიკვდილს ეს მებრძოლი თუ იმსახურებს

არც თუ ურიგო მხედარი ჩანს, არც უგვარტომო,

იგი ანტენორს, ცხენთა მხედვნელს ძედ თუ ერგება,

ეგების ძმადაც, მისი მოდგმის ჩანს მეომარი”.

475 ასე თქვა, ნაღდად კი იცოდა. დადრმა მოიცვა

ტროელთა სული. აკამანტმა შური იძია

ძმის გვამის გამთრევ პრომაქოსზე, ბეოტიელზე.

ღვარძლით ამბობდა აკამანტი გამარჯვებული:

”უქმად ქედმაღლად მოქადნულნო აქაველთ მცველნო!

480 საბრძოლო ჯაფა და ვაება განა მხოლოდღა

ჩვენი ხვედრია არ აგდებათ თქვენც სივალალე!

ხომ ხედავთ, როგორ მიიძინა ამ მეომარმა

შუბით ძლეულმა! შურისგებამ არ დაახანა!

გონიერია, ვინც დატოვა ამ ჩემს ძმასავით

485 შურისმგებელი, ძმა ძმისათვის სისხლის ამღები!”

არგიველები შეურაცხყო თავხედის სიტყვამ.

ყველაზე მეტად პენელევსის სული აღელდა.

მიეჭრა, მაგრამ აარიდა ტროელმა თავი.

მხნე პენელევსმა მაშინ დასცა ილიონევსი,

490 ძე ფორბანტისა, ჯოგმრავლისა. ჰერმესს უყვარდა

ფორბანტი ფრიად და სიუხვირთ ავსებადა მის სახელს,

სხვა ძე არ ესვა მოხუცს, მარტო - ილიონევსი.

ისიც განგმირა პენელევსმა, თვალის ფოსოდან

გუგა უმალვე ამოუგდო, თავისქალაშიც

495 გავიდა შუბი. ჩაიკეცა ბედშავი მოყმე

ხელებგაწვდილი. ქარქაშიდან იძრო მახვილი,

კისერში დასცა გმირმა, თავი იქვე გაგორდა,

ჯერ კიდევ თვალში გასჩხეროდა შუბი, მომგვრელი

საზარ სიკვდილის. ვით ყაყაჩოს, მის თავს სისხლიანს

500 ტროელთ ზეიმით აჩვენებდა ყრმა მზვაობარი:

”ტროელთა ძენო, მოახსენეთ ილიონევსის

საყვარელ მამას, მშობელ დედას - ძე დაიტირონ!

ვერც პრომაქოსის ახალგაზრდა ცოლი გამოვა

მის შესახვედრად სიხარულით, ოდეს ტროიდან

505 შინ დავბრუნდებით ხომალდებით აქაველთ ძენი!”

ეს თქვა და ტროელთ სახე შიშის ფითრმა დაფარა,

და სიკვდილისგან სალტოლველად გაექცა თვალი.

ახლა, მუზებო, სახლად რომ გაქვთ ოლიმპოს თხემი,

მამცნეთ, პირველმა ვინ აიღო ნადავლი ომში,

510 აქაველთ ძლევა როს არგუნა მიწისმრყეველმა

243

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!