30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

565 იცოხნებოდნენ ტახტმშვენიერ ეოსის ცდაში.

ქება მეცხრე

ელჩობა

ასე იცავდნენ თავს ტროელნი, ხოლო აქაველთ

ძრწოლა შეუდგათ - მოცახცახე ლტოლვის მეგზური,

სულს უწეწავდა მამაცთ დარდი აუტანელი.

თითქოს ქარები აღელვებენ ლურჯ ზღვას თევზმრავალს,

5 ბორეასი და ზეფიროსი, თრაკიის მხრიდან

გამოქროლილნი. უცბად ზვირთი ჩაშავებული

აიბურცება, მიემსხვრევა წინწკლებად ნაპირს.

ასე აქაველთ სულიც მკერდქვეშ იფლითებოდა.

აგამენონი მწუხარებით გულგანგმირული

10 მიმოდიოდა, აგზავნიდა მჟღერხმიან მაცნეთ,

რომ ბჭობად ეხმოთ ბელადები, ოღონდაც ჩუმად

და სახელდებით. მბრძანებელი ბევრს თვით ეახლა.

დაღონებულნი ისხდნენ. . . ადგა აგამენონი,

ცრემლი სდიოდა, ვით მთის ნაკადს - შავი ტალღები,

15 ციცაბო კლდიდან რომ მოჰყვება და მოემსხვრევა.

გმინვა აღმოხდა და მიმართა გმირმა არგიველთ:

”ბრძენნო ბელადნო, მბრძანებელნო არგიველთანო!

დაიდმა ზევსმა გარდუვალი ვნება მარგუნა.

თითქოს აღმითქვა სასწაულით შინ დაბრუნება

20 დამაქცევარად ბჭემაღალი ილიონისა.

მიმუხთლა! ახლა მაიძულებს არგოსს გაქცევას

სახელგატეხილს და ამდენი ხალხის დამღუპველს!

უეჭველია, ასე ნებავს ზევსს ყოვლისშემძლეს.

მან მრავალ ქალაქს დაულეწა კოშკი მაღალი,

25 კვლავაც დალეწავს, ზღვარი არ აქვს მის ძლიერებას.

ახლა მისმინეთ, რასაც გეტყვით, ის აღასრულეთ:

უნდა გავიქცეთ, დავუბრუნდეთ სანუკვარ მამულს,

ჩვენ ვერ დავაქცევთ ტროას ფართოქონგურებიანს!”

ასე ამბობდა. ღრმა დუმილმა მოიცვა ყველა.

30 სულდათრგუნვილნი უხმოდ ისხდნენ აქაველთ ძენი.

ბოლოს წარმოთქვა დიომედემ კეთილშობილმა:

”ატრევსის ძეო! არ მივიღებ სიტყვას უგუნურს,

კრებაზე ასე ხდება ხოლმე და ნუღარ გიკვირს.

ხალხის წინაშე მიწუნებდი ამასინებზე

35 შენ მამაცობას, მიწოდებდი მხდალს და ცუდ მებრძოლს,

150

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!