30.01.2015 Views

ილიადა

ილიადა

ილიადა

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

სულ არ ვაქციო: მეგზურობა ვერ გამიწია!”

ტროელთ ბელადმა ენეასმა მოყმეს მიუგო:

”ასე ნუ იტყვი! თუმც ვერაფერს მივაღწევთ მართლაც,

სანამ პირისპირ მას ცხენდაცხენ არ მივეჭრებით,

220 მხოლოდღა მაშინ იარაღით გამოვცდით მოყმეს.

მომყევი, ეტლზე შემომიდექ, ნახავ ახლავე

ტროსის რაშები მინდორ-ველზე როგორ მიქრიან

ფრთაშესხმულები შეტევის თუ უკუქცევის დროს.

გაგვაქროლებენ ბობოქარნი ისევ ქალაქში.

225 თუ დიომედეს კვლავ არგუნებს კრონიდი ძლევას.

მომყევ, ხელთ იპყარ მათრახი და სადავეები,

მე კი ეტლს დავთმობ, რომ პირისპირ შევხვდე მეომარს,

ან შენ შეები, ხოლო ცხენებს მე დავიურვებ!”

გმირს უპასუხა ლიკაონის ძემ მშვენიერმა:

230 ”ენეას, თვითონ შენა მართე შენი ცხენები,

ეტლს უფრო მარჯვედ, უფრო მარდად გააქროლებენ,

როს ტიდევსის ძეს მივეჭრებით.

და თუ გვძლევს გმირი,

ფეხი დაებმით, შეკრთებიან, ბრძოლის ასპარეზს

ვერც გააღწევენ, თუ ნაცნობი ხმა არ შეესმით.

235 ამ დროს დაგვესხმის თავს ტიდიდი ძალგულოვანი,

ბოლოს მოგვიღებს და რაშებსაც თვით გაიტაცებს.

ამიტომ გვიჯობს, რომ შენ გეპყრას ეტლის სადავე,

იმავდროულად მე მტერს ვტყორცნი ოროლს წამახულს”.

ასე ისურვეს, ორივ დადგა მოხატულ ეტლზე.

240 ტიდევსის ძისკენ გააჭენეს რაშნი ფეხმარდნი.

შენიშნა გმირნი სთენელოსმა, კაპანევსის ძემ

და ტიდევსის ძეს მიაგება ფრთიანი სიტყვა:

”ტიდევსის ძეო დიომედევ, სულზე უტკბესო!

ვხედავ ვაჟკაცებს, შენთან ბრძოლას მოესწრაფვიან,

245 ძალაულევნი.

ერთს, მოისარს, მამაც პანდაროსს

ეამაყება, რომ შვილია ლიკაონისა,

მეორე გახლავს ენეასი, ანქისეს ვაჟი.

თავს მის ძედ თვლის და აფროდიტე ეგულვის დედად.

ეტლითნ გავქუსლოთ, რა ჯანია! ზომას არ ასცდე,

250 მეწინავეთა წინ ნუ წახვალ, ერიდე სიკვდილს”.

მრისხანედ უთხრა დიომედემ ძალგულოვანმა:

”სიტყვა არ დაძრა გაქცევაზე! ვერ დამარწმუნებ,

ბრძოლის ველიდან არ სჩვევია ჩემს ჯილაგს ლტოლვა,

ანდა მიმალვა: ჯერაც მომდგამს ძალა ზვიადი!

255 არც მიდნა ეტლი, როგორც მხედავ, ასე ფეხდაფეხ

მივალ, პალასი არ მიბრძანებს შიშითა ვთრთოდე.

96

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!